მორიგი შანსი გიორგის - სილესენი 4 კვირას გამოტოვებს

AutoSharing Option
"ვალენსიას" ნიდერლანდელი მეკარე, იასპერ სილესენი მოედანზე დაბრუნებას 4 კვირა ვერ მოახერხებს. როგორც ესპანური A Punt Media ირწმუნება, სპორტსმენს კუნთის ტრავმა აქვს.

ამრიგად, ხოსე ბორდალასს მომდევნო შეხვედრებისთვის არჩევანის შეჩერება გიორგი მამარდაშვილსა და ხაუმე დომენეკს შორის მოუწევს. მოგეხსენებათ, ბოლო მატჩში ქართველი მეკარე ზედმეტი წონის გამო განაცხადში არ იყო, თუმცა ახლა სხვა სიტუაციაა.

ყველაფერს დრო გაარკვევს, თუმცა შესაძლოა ხოსე კვლავ ჩვენებურს ენდოს, სეზონის სტარტზე სილესენის დაბრუნებამდე ხომ ქართველი იცავდა "ღამურების" კარს.

"ვალენსია"  3 თებერვალს კოპა დელ რეის მეოთხედფინალში "კადიზს" დაუპირისპირდება, ლა ლიგის 23-ე
ტურის მატჩს კი 6 თებერვალს, "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მომზადებულია jornadaperfecta-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
მიდი გიო ყველა მხარში გიდგავართ შენ ეს შეგიძლია სილესენი ცოტა ხანო არ იქნება 4 კვირა საკმარისია რომ ამოაგდო ძირითადიდან
ნიკა
30 იანვარი 2022 16:34
0
მიღწეულით ნუ დაკმაყოფილდება ეცადე უფრო დახვეწო ყველა საEირო კომპონენტი ჩარჩოებში ნუ მოექცევი ინიციატივა გამოიჩინე მთავარია პროფესიონალიზმი და ამასთანავე სილაღე ფეხით თამაში დაცვის კონტროლი ეცადე უფროდაუფრო მოიმატოს წარმატებები ქართველი გულშემატკივარი გვერდში გიდგას.
კახა
29 იანვარი 2022 22:02
0
გიორგი საქართველოს ჰყავდა დიდი მეკარეები: ვლადიმერ მარღანია, სერგო კოტრიკაძე, თეიმურაზ სტეფანია, დავით გოგია, ოთარ გაბელია, აკაკი დევაძე, ვინც გამომრჩა ბოდიშს ვუხდი, ჩემი აზრით შენ გაქვს ყველა მონაცემი რომ ეს გზა ღირსეულად გააგრძელო მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს ეს ყველაფერი მიიღწევა შრომით, შრომით და კიდევ ერთხელ შრომით, ფეხბურთელის კარიერა 10-15 წელი გრძელდება შემდეგ შენ შეგეძლება ცხოვრებისგან მიიღო ყველანაირი სიკეთეები, გისურვებ წარმატებას შენს ოჯახთან ერთად !!!
გიორგი
29 იანვარი 2022 18:33
0
ეგ კარგია რომ ზედმეტი წონის გამო არ შეიყვანეს განაცხადში . მომავალში უფრო მეტ პასუხის მგებლობას გამოიჩენს და გააკონტროლებს კვების რაციონს. ნაკრებშიც და ჩემპინატშიც რომ იგივე წესი დაინერგოს კლუბების მხრიდან მემგონი წინ ჰადადგმული ნაბიჯინიქმებოდა
ემიგრანტი
29 იანვარი 2022 17:20
0
ზედმეტი წონის ქონა რეჟიმის დარღვევამ იცის. გიორგიმ ბევრი უნდა იშრომოს რომ თავი წარმოაჩინოს. შანსი რა თქმა უნდა ექნება, ამიტომ ყოველთვის მზად უნდა იყოს.
G.LA
29 იანვარი 2022 13:18
1
რეჟიმის დარღვევა არაფერ შუაშია ეტყობა ამ საახალწლოდ ესტუმრა საყვარელი დედიკო, ბებიკო ან დეიდულა ან ა.შ და უკეთა კარგ-კარგი მსუყე ნიგვზიაცხიმიანი საჭმელები და ამანაც მისცხო და მისცხო. სასწრაფოდ უკან უნდა იხმონ ის კეთილისმსურველი და იკვებოს ბაზის საჭმელებით.DDD
რრრ
29 იანვარი 2022 14:26
1
ეხლა ელოდეთ შანსებს . ქონდა და ვერ გამოიყენა შანსი ერთხელ გეძლევა
ელგუჯა
29 იანვარი 2022 12:59
24
ra unda mag mcvrtnels ar mesmis, mamardaze kargi mekare valensias ar daesizmreba.
BARSA
29 იანვარი 2022 11:24
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული