ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 66-ე წუთზე რადოსავ პეტროვიჩის ნაცვლად შევიდა და თავის გუნდს ბოლო 25 წუთში დაეხმარა.
"აპოელი" კვიპროსის ჩემპიონატში 9 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან "პაფოსს", რომელიც სუპერთასის ფინალში დაამარცხა, 3 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში დვალი "აპოელთან" ერთად კვიპროსის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა