გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა ითამაშეს.

„კოპენჰაგენი“ საკუთარ მოედანზე „იაგელონიასთან“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 6.7, flashscore 6.7.

„კოპენჰაგენს“ 1 ქულა აქვს და ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს სევილიაში „ბეტისთან“ ჩაატარებს.

კოპენჰაგენი. „პარკენი“
კოპენჰაგენი - იაგელონია 1:2
გოლები: 1:0 ჰაციდიაკოსი (12), 1:1 პაულუ (51), 1:2 ჩურლინოვი (90+8)

„აპოელი“ გასვლაზე კაცნაკლულ „შემროკ როვერსთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1. სტუმართა რიგებში ლაშა დვალი 89-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. “აპოელი“ ევროპა ლიგაზე
24 ოქტომბერს ბანია ლუკაში „ბორაცს“ დაუპირისპირდება.

დუბლინი. „ტალა“
შემროკ როვერსი - პაოკი 1:1
გოლები: 0:1 ლაიფისი (58), 1:1 უოტსი (90+2)
გაძევება: ფარუჯია (50, შემროკ როვერსი)

altგოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა - "კოპენჰაგენმა" "ოლბორგს" სძლია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული