გუგეშაშვილს "ველოდრომზე" სამი გაუტანეს და სამჯერ გუნდი ნაღდი გოლისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ გასვლაზე 1:3 დამარცხდა „მარსელთან“, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ზე მეორე ადგილზეა და მხოლოდ პსჟ-ს ჩამორჩება.

„ველოდრომზე“ გუგეშაშვილს დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწია, მის კარზე დიდი დაწოლა იყო, ურიგოდ არ გაისარჯა, თუმცა გამოსვლებზე მთლად დამაჯერებელი ვერ გახლდათ. მასპინძელთაგან განსაკუთრებით თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი აქტიურობდა. ლუკამ პირველ ტაიმში მას ორჯერ არ დაანება გატანა, მაგრამ შესვენებაზე გასვლის წინ პოლონელმა დუბლი მაინც შეასრულა.

მეორე ტაიმში „მარსელი“ ჩვეულად ვეღარ აქტიურობდა. მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ მთელი შეტევის ხაზი გამოცვალა. 54-ე წუთზე ქართველმა
მეკარემ პაპე გუეის დარტყმული ბურთი თავგანწირულ ნახტომში მოიგერია, 85-ე წუთზე კი პატრიკ ანდრადეს პასით კადიმ სტივ მანდანდას ერთი გოლი გაუტანა. თუმცა შეცვლაზე შესულმა დიმიტრი პაიემ 90+2-ე წუთზე გუგეშაშვილის კარი დალაშქრა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 24 თებერვალს ბაქოში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სათაურს რომ აწერთ სამჯერ ნაღდი გოლისგან გადაარჩინა გუნდიო და ვიდეოს დებთ სადაც არ ჩანს არცერთი მომენტი როცა გუნდი გადაარჩინა ეგ როგორ ხდება? მაშინ ნუ დააწერთ რომ გადაარჩინა და გვაჩვენეთ უბრალოდ 3 გაშვებული გოლი. მეტი პროფესიონალიზმი გჭირდებათ... ხალხი რომ შემოდის თქვენ საიტზე პალიტრა ჰოლდინგს უმადლოდეთ...
სპორტალ
09:31 18-02-2022
1
პირველი გოლიც საიდან იყო ამის ბრალი.მილიკს არავინ ედგა საჯარიმოში და იძულებული გახდა თვითონ გასულიყო.მილიკი საჯარიმოში მეურვის გარეშე იდგა.საოცრებაა.
Master
12:50 18-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული