გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
32 წლის მცველი გია გრიგალავა კარიერას რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ "ხიმკიში" გააგრძელებს.

გრიგალავა მოსკოვის ოლქის გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფებოდა და პრემიერლიგის საიტზე ამ კლუბის შემადგენლობაში დაარეგისტრირეს.

"დღეს "ხიმკიმ" განაცხადში მცველი გია გრიგალავა შეიყვანა. პრემიერლიგის საიტზე ის წარმოდგენილია, როგორც რუსი ფეხბურთელი, მაგრამ სინამდვილეში ლეგიონერია, ვინაიდან საქართველოს ნაკრებში თამაშობს", - წერს "სპორტ-ექსპრესი".

გრიგალავამ ტულის "არსენალი" ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ იანვრამდე უგუნდოდ იყო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გიასათვის ჯერ ძალიან ადრეა ფეხბურთისაგან თავის დანებება.ძალიან კარგია რომ გუნდი იპოვა.იმედია ფორმას სრულად აღიდგენს,ფიზიკურსაც და ფსიქოლოგიურსაც.
სოსო
23 თებერვალი 2022 19:27
0
ეს ტრანსფერი კაი 1 თვეა რაც განხორციელდა, რუბინი რომ ეთამაშა ხიმკს მაშინ თამაშობდა გრიგალავა ხიმკის სასტავში
smrzy))
22 თებერვალი 2022 18:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული