სათამაშო კონდიციებზე
ახლა ყველაფერი რიგზეა, თუმცა კარგად მესმის, რომ ჯერ სრულ მზადყოფნაში არ ვარ. მეორე ნახევრის დაწყებამდე ფორმაში შესვლას ვცდილობ და ამისთვის გაძლიერებულად ვვარჯიშობ. ახლა ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს, რათა 90 წუთი ვითამაშო.
სლუცკი
ის მუდამ მოითხოვს, რომ უფრო პროდუქტიული ვიყო და კლასი ავიმაღლო. მაფრთხილებს, რომ მოწინააღმდეგეები ფეხებში ხშირად შეგნებულად ჩარტყმას არ ერიდებიან, რითაც ჩემ პროვოცირებას ცდილობენ და ამისთვის მზად
ახალწვეულებზე
მაგალითად, ლომოვიცკის ასპარეზობა ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია. ამ ეტაპზე, მას მარცხენა ფლანგზე აყენებენ და მასთან ხშირად ვურთიერთქმედებ. კარგად ვუგებთ, ძალიან სასიამოვნო იქნება მასთან თამაში... ლისაკოვიჩი ძალიან კარგი თავდამსხმელია, ის თავისუფალ ზონებში მშვენივრად იხსნება. მას ყველა თვისება აქვს, რათა გუნდს გოლებით დაეხმაროს.
ჯერჯერობით მთავარია, ყველა ჯანმრთელი იყოს. სეზონის მეორე ნაწილისთვის ვემზადებით, რომ ევროთასებზე გავიდეთ.
"ზენიტზე"
"ზენიტი" ძალიან ძლიერი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელებით. ყველას უხარია, რომ ასეთ გუნდებთან თამაშობს და გამარჯვებისთვის მაქსიმუმს აკეთებს. ლიდერების წინააღმდეგ ჩვენ კარგად ვთამაშობთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ.
კვარაცხელია რუსეთის უკრაინაში შეჭრას გამოეხმაურა
კვარაცხელია შეცვლაზე შევიდა, საჯარიმოში შეიჭრა და მოსკოვის "დინამოს" გაუტანა [VIDEO]
აქტიური კვარაცხელია დისკომფორტის გამო შეცვალეს, "რუბინმა" დიდი ანგარიშით გაიმარჯვა