ესპანელები "მამარდას" აქებენ - კარგი რეაქცია, უშეცდომო ფეხით თამაშისას...

AutoSharing Option
"ვალენსიას" მიერ ბილბაოს "ატლეტიკის" დამარცხებას (1:0) და გიორგი მამარდაშვილის კარგ თამაშს Superdeporte-ი ეხმაურება:

"ქართველმა მეკარემ დაამტკიცა, რომ ამ დონის შეხვედრებში არანაირ ზეწოლას არ განიცდის.

მამარდაშვილმა პირველ ტაიმში გუნდი ორჯერ გადაარჩინა. მართალია, მუნიანის დარტყმისას თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, მაგრამ გიორგის რეაქცია და კარის კუთხეში გაგზავნილი ასეთი რთული ბურთის მოგერიება ნამდვილად აღსანიშნავია.

მამარდაშვილი მცველების შეცდომასაც კარგად აზღვევდა - მარტოდ მდგარ ინიაკი უილიამსს სივრცე შეუზღუდა. კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ ქართველი მეკარე ფეხით თამაშისას უშეცდომო იყო.

ერთიანობაში, ბორდალასმა მარსელინოს მასტერკლასი ჩაუტარა და თასის
მოპოვების კარგი შანსი აქვს."

"ლა ლიგაში" "ვალენსია" "გრანადას" 5 მარტს უმასპინძლებს, სადაც ქართველი კიპერის კიდევ ერთ დამაჯერებელ მატჩს ველით.

altსუპერმამარდა და "ვალენსია" ესპანეთის თასის ფინალში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან კარგია რომ ამ დონის თამაში უშცდომოდ ითამაშა!
შეცდომებიც იქნება, მაგრამ მთავარია გაბედულება, ფსიქოლოგიური სიმტკიცე და შრომისმოყვარეობა არ დაიზაროს - და სულ სხვა შედეგებზე გავა 2-3 წელიწადში!
წარმატებები გიო!
დავით
22:18 03-03-2022
0
ბიჭმა ესპანეთის თასის ნახევარფინალში საუკვეთესო მატჩი ჩაატარა ლეგენდალური ვალენსიას შემადგენლოაში მეორე ისტორიულ ბილბაოს ატლეტიკთან საქართველოში არავის აინტერესებს-სულ ორი კომტარი,ხოლო კვარას, რომელიც რუსეთის, [ყველასგან მოკვეთილი] თასზე ჭ ლიგის როტორს ეთამაშება პირველ ნიუსად გამოგაქვთ და ლამის მთელი საქართველო გულშემატკივრობს რუბინს. მაგრები ხართ..ასე გააგრძელეთ.....
xhose
21:45 03-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული