Futbolfantasy იტყობინება, რომ "ვალენსიაში" ვარჯიში განაახლა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც ანგინის გამო "გრანადასთან" მატჩი გამოტოვა და მისი დაბრუნება დიდი მოვლენა გახდა.
Eldesmarque-ის ცნობით, მამარდაშვილი გამოჯანმრთელდა და იცის, რომ თავისი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია; "ბილბაოსთან" კარი მშრალად შეინახა, რაც ფინალში გასვლაში საკვანძო იყო. ამიტომ გუნდთან ერთად ვარჯიშის რაც შეიძლება სწრაფად განახლების შესაძლებლობა არ გაუშვა.
გამოცემა მიიჩნევს, რომ ხაუმე დომენეკმა "გრანადასთან" მატჩი ჩააგდო და შაბათს "ხეტაფესთან" მწვრთნელ ხოსე ბორდალასს უპრობლემოდ შეიძლება ქართველის იმედი ჰქონდეს.