კვარაცხელიას საგოლე პასი გროზნოში - ის ორშაბათს რუსეთის დატოვების უფლებას მიიღებს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში "რუბინმა" სტუმრად "ახმატი" 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები დებიუტში საჯარიმოდან უტკინმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ფლანგიდან გაიჭრა, საჯარიმოში გადაცემა გააკეთა და ლისაკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა. ხვიჩამ 71-ე წუთზე მცირე ტრავმა მიიღო და შეცვალეს, კომპენსირებულ დროში კი დრეიერმა გამარჯვების გოლი გაიტანა. „ახმატის“ კარს გიორგი შელია იცავდა.

ცხადია, ხვიჩა საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და ეს მის თამაშზე გავლენას ახდენს. „რუბინის“ მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ ლეგიონერებს გამგზავრებასთან დაკავშირებით არ მიუმართავთ, ხოლო მეკარე იური დიუპინის თქმით, წამსვლელი ლეგიონერები ზაფხულში წავლენ, მანამდე
კი ყველანი დარჩებიან.

სავარაუდოდ, კლუბის ხელმძღვანელები უცხოელ ფეხბურთელებს დარჩენის სანაცვლოდ გასამრჯელოს სრულად და შეუფერხებლად გადახდას დაჰპირდნენ, მაგრამ რუბლის კურსის 12 დღის განმავლობაში რეკორდული ვარდნისა და ისტორიულ მინიმუმამდე დაცემის გამო, რაც უკრაინაში ომის დაწყებითაა გამოწვეული, საეჭვოა ეს მოახერხონ.

„ნიუ იორკ თაიმსი“ იტყობინება, რომ ორშაბათს ფიფა რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერებს 2022 წლის 30 ივნისამდე სხვა კლუბებთან კონტრაქტების გაფორმების უფლებას მისცემს, რის შემდეგაც თავიანთ გუნდებში უნდა დაბრუნდნენ. თუმცა არავინ იცის, როგორი ვითარება იქნება იმ დროისთვის.

„რუბინი“ 25 ქულით მე-10 ადგილზეა და 14 მარტს „როსტოვს“ უმასპინძლებს.

გროზნო. „ახმატ არენა“
ახმატი - რუბინი 1:2
გოლები: 1:0 უტკინი (3), 1:1 ლისაკოვიჩი (50), 1:2 დრეიერი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 24 /
რუსეთის პრემიერ ლიგა ქართული ტალანტის სამარხია, ასიათიანიდან მოყოლებული ერთი ქართველი არ ვიცი რომელიც რუსეთში თამაშობდა და განვითარდა:((((( იქნებ კვარაცხელიამ და დავითაშვილმა მაინც დააღწიოს თავი
Zura
09 მარტი 2022 10:08
0
ვნახე თამაში, რეგრესშია ხვიჩა, ან უბრალოდ არ უნდა იქ თამაში!!
ggg
08 მარტი 2022 17:11
4
იმედია, ხვიჩას მსურველი კარგი გუნდიც გამოჩნდება... წარმატებები მას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
08 მარტი 2022 15:30
0
,,ძაღლის თავი,, მაინც ჩადეს. გაანთავისუფლე რა ბოლომდე, თუ რამეს აკეთებ, მაგრამ რუსეთს ვერ წირავენ. (
100%
08 მარტი 2022 12:07
1
ამას არავინ ეუბნება რომ წასვლა ყოველგვარი დაჯარიმების გარეშე შეუძლია? თუ უყვარს რუსეთი თქვას მაშინ და მილანზე და ტოტდნჰემზე ნუღა წერთ სტატიებს...
დათო
08 მარტი 2022 11:27
9
ჯუღელს რა ეშველება აწი მე იმას ვნერვიულობ
Gia
08 მარტი 2022 04:03
1
ბევრჯერ მითქვამს, რომ არ ვიმახურებთ მაღალი დონის სპორტსმენებს და პროფესიონალებს. როგორც ერი ვერ შევდექით და ეს ყველას დამსახურებაა. იმდენად გაბოროტებული და აგრესიულია ქართული საზოგადოება, ყველაზე ჰუმანური რომ ჰგონია თავი ისიც კი...
ამ ბიჭის მიმართ ეს გადამეტებული ზიზღი მაინცდამაინც ბოლო დღეებში რამ გამოიწვია ხომ ვერ მეტყვით?
მანამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი? ან 2008 წლამდე არაფერი დაგვიშავა? ყველა რომ იქ მიდიოდა სპორტით დაწყებული კავეენით დამთავრებული, მიუხედავად 9 აპრილისა, აფხაზეთის ომისა და უამრავი უბედურებისა?!
ახლა ის ხალხი ხვიჩას ლანძღავს.
სანამ სპეციალურად დაწერილი სტატიები , თავიანთი სათაურებით მიგაბრუნებენ და ვინმეს გაგალანძღინებენ იცოდე, რომ მანამდე იქნები ჩამორჩენილი. კრიტიკა დასაშვებია ყველანაირი, მაგრამ რაც ამ ბიჭის მიმართ ხდება სრული მარაზმია, გაღმერთება-განადგურებასთან ერთად.
ყველას ერთნაირად არ და ვერ გადააქვს ბულინგი და ტალახის სროლა, რამე რომ მოუვიდეს სტრესისგან პასუხისმგებელი ვინ იქნებით? კლავიატურას ამოფარებული შეუმდგარი, წარუმატებელი ადამიანები?
არცერთმა ჟურნალისტმა არ დაურეკა და არ დაინტერესდა მისი ყოფით, მხოლოდ პოსტებს წერენ მის გასაშავებლად. ყველა ნიჭიერი ადამიანი როგორ უნდა მოკლათ მორალურად თუ ფიზიკურად, რა ხალხი ხართ საერთოდ.
ასეთ ხალხში რატომ უნდა მოუნდეს ნიჭიერ ახალგაზრდა ადამიანს რაიმეს შექმნა, ფეხით რომ გათელოთ მერე?
რომელმა ნიჭიერმა ადამიანმა გაიხარა ამ ქვეყანაში.
ალბათ არ გამოაქვეყნებთ მწარე სიმართლეს :))
ჯუნგლებია მთელი სოც. სივრცე, კომენტარებს რომ ავსქროლავ უკვე ყარს. ჩვეულებრივი ჩაცმული, კლავიატურიანი ველურები.
!!!
08 მარტი 2022 03:48
5
სამწუხაროა მაგრამ სრული სიმართლეა :(
აკო
08 მარტი 2022 12:54
3
ინდიელებზე დაწერილი რომელიღაც წიგნიდან მახსოვს,ამერიკელებისაგან დევნილი ინდიელების ერთერთი განთქმული მეომარი,ბრძოლაში მძიმედ დაჭრილია და სხვა ტომის ინდიელი ბრძოლაში იწვევს.შენ დიდი მეომარი ხარ და მე თუ შენ მოგკლავ,მე უფრო დიდი სახელი მექნებაო.ის სახელისთვის მაინც ცდილობდა,ჩვენთან კი,უბრალოდ საკუთარი ბოღმის ამონთხევის სურვილით ჰკლავენ.მეტწილად სულიერად,მაგრამ ზოგჯერ ფიზიკურადაც კი.კვარას გინება სულ პირველად მაშინ დაიწყეს,მაკედონიასთან მატჩის წინ,კოვიდი რომ გამოაჩნდა.მოიგონა,ნაკრებში თამაში არ უნდაო.თორნიკე შენგელიას იმის გამო ლანძღავენ,საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ გაშვების უფლებას,მხოლოდ ცსკა შეჰპირდა და იქ რატომ წავიდაო.რამდენ ქართველ ფეხბურთელს იმიტომ ლანძღავდნენდა ლანძღავენ,წავიდა შენი დრო,წადი ნაკრებიდანო.არადა ძალით ხომ არ თამაშობს,მწვრთნელი იძახებს,ესე იგი სჭირდება და სამშობლოს დაძახილზე,ისიც ბრუნდება.ერთი სიტყვით,ყურს საიდანაც სურთ,იქიდან აბავენ დოქს,მთავარია რომ ვიღაცა უნდა ჩაქოლონ,დაამცირონ,გათელონ,სულიერად მოკლან და სიცოცხლის ხალისი დაუკარგონ.მერე იმათაც აგინებენ,ვისაც ნაკრებში წამოსვლა აღარ სურს.უკვე რამდენი სპორტსმენი ვიცით,ამის გამო,სათამაშო ფორმა და სურვილი რომ დაკარგეს,ზოგმა თამაშიც მიატოვა.ამას ხმამაღლა არავინ ამბობს,მაგრამ რეალურად საკმაოდ ბევრი იქნება ასეთი.მართლაც ძნელია,ძალიან ძნელი,ყველაფერს რომ გასცემ ქვეყნისათვის და ის გინებით გპასუხობს.თურმე ლაშა ტალახაძეც კი არაკაცი და ნაძირალა ყოფილა,საქართველოს პრეზიდენტს,ხელი რომ ჩამოართვა.ესეც იყო,არაფერს ვიგონებ.თავისუფლება და თავაშვებულობა ერთმანეთში გვერევა და ამას მოსდევს,ახალგაზრდებს შორისაც ამდენი სისხლიანი გარჩევა და მსხვერპლი.ორიოდე დღის წინ შენდობის დღე იყო,მთლიანადაც დიდი მარხვის პერიოდია და ძალიან ცუდია,როცა ასეთ დღეებშიც კი,შენდობის ნაცვლად,ერთმანეთს ტალახს ვესვრით.ზოგჯერ მეც წამიცდება ხოლმე ენა და რაღაცა მწარეს ვიტყვი,არავინ ვართ ანგელოზები და უცოდველები,მაგრამ მოდით ვცადოთ და უფრო დავზოგოთ ერთმანეთი.სხვა თუ არაფერი,ხომ ვხედავთ რა ძალა ჰქონია გაერთიანებულ ერს(უკრაინას ვგულისხმობ).რუსეთის სამიზნე ჩვენც ვართ და ღმერთმა დაგვიფაროს,რომ ჩვენც დაგვარტყას,ასე დაქსასულები წინააღმდეგობას,ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავუწევთ.როცა მგელი გამოვარდება,მოჩხუბარი ძაღლები ივიწყებენ მტრობას და ერთად შეებმევიან ხოლმე მტერს.იქნებ ჩვენც გავერთიანდეთ და ყველაფრისათვის წინასწარ მოვემზადოთ?ყველა დარწმუნებულია,რომ ყველაზე მეტად მას უყვარს სამშობლო..იქნებ დავიჯეროთ,რომ სხვასაც შესაძლოა არანაკლებად უყვარდეს?მაშინ ერთად ყოფნა ნამდვილად გაგვიადვილდება.
სოსო
08 მარტი 2022 11:32
3
ყველა გამოხმაურება
მოკლედ ამ ბიჭის კარიერის დასაწყისს დაემთხვა ყველანაირი უბედურება. 19 ის იყო პანდემია რომ დაიწყო, რამდენიმე თვე არ უთამაშია მაგის გამო, მერე ფორმაში შევიდა და ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ კოვიდი დაემართა. ახლა ომი დაიწყო და ისევ მის კარიერას ემუქრება საფრთხე. ქართველები აქედან უტევენ, იმის მაგივრად, რომ ბიჭს მხარი დაუჭირონ.
ყველა ცივილურმა ქვეყანამ თავის სპორტსმენებს მიხედა და აგრძნობინა, რომ დაცულები არიან, ჩვენმა ქვეყანამ რა გააკეთა? ვინმე დაუკავშირდა ამ ბიჭს? შეეკითხა საერთოდ როგორ არის, რას აპირებს და ასე შემდეგ?
პლიუს დაბალი IQ ს ადამიანები მიუქსია და მიმართეს უსამართლოდ მთელი სიბინძურე მისკენ.
ადეკვატური გულშემატკივარი ალბათ დამეთანხმება, რომ დღეს დიდი არაფერი არ გჭირდება ვინმეს ბრბო მიუსიო საგინებლად. საკმარსია ერთი პროვოკაციული სათაური და ლინკზეც არ გადავლენ ისე აყმუვლდებიან.
Sommer
08 მარტი 2022 01:48
3
ფეხბურთის თამაშს ცდილობს მაგრამ უკრაინელი და ქართველების დაღვრილ სისხლიან ფულს იღებს ოკუპანტებისგან..სამარცხვინოა..
soso
08 მარტი 2022 00:01
39
კვიცი გვარზე ხტისო - ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელია აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშობდა, ხვიჩა - თათრეთის რუბინში ანუ რუსეთში.
გაგრელი
07 მარტი 2022 23:55
43
ხვიჩას მამა იქ თამაშობდა სადაც გამოიძახეს...
ფუი რას არ გაიგებ?!!....
ბაჩი
08 მარტი 2022 13:37
4
კვიცი გვარზე ხტის და შენ?
Megreli
08 მარტი 2022 01:23
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული