რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში "რუბინმა" სტუმრად "ახმატი" 2:1 დაამარცხა.
მასპინძლები დებიუტში საჯარიმოდან უტკინმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ფლანგიდან გაიჭრა, საჯარიმოში გადაცემა გააკეთა და ლისაკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა. ხვიჩამ 71-ე წუთზე მცირე ტრავმა მიიღო და შეცვალეს, კომპენსირებულ დროში კი დრეიერმა გამარჯვების გოლი გაიტანა. „ახმატის“ კარს გიორგი შელია იცავდა.
ცხადია, ხვიჩა საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და ეს მის თამაშზე გავლენას ახდენს. „რუბინის“ მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ ლეგიონერებს გამგზავრებასთან დაკავშირებით არ მიუმართავთ, ხოლო მეკარე იური დიუპინის თქმით, წამსვლელი ლეგიონერები ზაფხულში წავლენ, მანამდე კი ყველანი დარჩებიან.
სავარაუდოდ, კლუბის ხელმძღვანელები უცხოელ ფეხბურთელებს დარჩენის სანაცვლოდ გასამრჯელოს სრულად და შეუფერხებლად გადახდას დაჰპირდნენ, მაგრამ რუბლის კურსის 12 დღის განმავლობაში რეკორდული ვარდნისა და ისტორიულ მინიმუმამდე დაცემის გამო, რაც უკრაინაში ომის დაწყებითაა გამოწვეული, საეჭვოა ეს მოახერხონ.
„ნიუ იორკ თაიმსი“ იტყობინება, რომ ორშაბათს ფიფა რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერებს 2022 წლის 30 ივნისამდე სხვა კლუბებთან კონტრაქტების გაფორმების უფლებას მისცემს, რის შემდეგაც თავიანთ გუნდებში უნდა დაბრუნდნენ. თუმცა არავინ იცის, როგორი ვითარება იქნება იმ დროისთვის.
„რუბინი“ 25 ქულით მე-10 ადგილზეა და 14 მარტს „როსტოვს“ უმასპინძლებს.
გროზნო. „ახმატ არენა“
ახმატი - რუბინი 1:2
გოლები: 1:0 უტკინი (3), 1:1 ლისაკოვიჩი (50), 1:2 დრეიერი (90+1)
ამ ბიჭის მიმართ ეს გადამეტებული ზიზღი მაინცდამაინც ბოლო დღეებში რამ გამოიწვია ხომ ვერ მეტყვით?
მანამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი? ან 2008 წლამდე არაფერი დაგვიშავა? ყველა რომ იქ მიდიოდა სპორტით დაწყებული კავეენით დამთავრებული, მიუხედავად 9 აპრილისა, აფხაზეთის ომისა და უამრავი უბედურებისა?!
ახლა ის ხალხი ხვიჩას ლანძღავს.
სანამ სპეციალურად დაწერილი სტატიები , თავიანთი სათაურებით მიგაბრუნებენ და ვინმეს გაგალანძღინებენ იცოდე, რომ მანამდე იქნები ჩამორჩენილი. კრიტიკა დასაშვებია ყველანაირი, მაგრამ რაც ამ ბიჭის მიმართ ხდება სრული მარაზმია, გაღმერთება-განადგურებასთან ერთად.
ყველას ერთნაირად არ და ვერ გადააქვს ბულინგი და ტალახის სროლა, რამე რომ მოუვიდეს სტრესისგან პასუხისმგებელი ვინ იქნებით? კლავიატურას ამოფარებული შეუმდგარი, წარუმატებელი ადამიანები?
არცერთმა ჟურნალისტმა არ დაურეკა და არ დაინტერესდა მისი ყოფით, მხოლოდ პოსტებს წერენ მის გასაშავებლად. ყველა ნიჭიერი ადამიანი როგორ უნდა მოკლათ მორალურად თუ ფიზიკურად, რა ხალხი ხართ საერთოდ.
ასეთ ხალხში რატომ უნდა მოუნდეს ნიჭიერ ახალგაზრდა ადამიანს რაიმეს შექმნა, ფეხით რომ გათელოთ მერე?
რომელმა ნიჭიერმა ადამიანმა გაიხარა ამ ქვეყანაში.
ალბათ არ გამოაქვეყნებთ მწარე სიმართლეს :))
ჯუნგლებია მთელი სოც. სივრცე, კომენტარებს რომ ავსქროლავ უკვე ყარს. ჩვეულებრივი ჩაცმული, კლავიატურიანი ველურები.
ყველა ცივილურმა ქვეყანამ თავის სპორტსმენებს მიხედა და აგრძნობინა, რომ დაცულები არიან, ჩვენმა ქვეყანამ რა გააკეთა? ვინმე დაუკავშირდა ამ ბიჭს? შეეკითხა საერთოდ როგორ არის, რას აპირებს და ასე შემდეგ?
პლიუს დაბალი IQ ს ადამიანები მიუქსია და მიმართეს უსამართლოდ მთელი სიბინძურე მისკენ.
ადეკვატური გულშემატკივარი ალბათ დამეთანხმება, რომ დღეს დიდი არაფერი არ გჭირდება ვინმეს ბრბო მიუსიო საგინებლად. საკმარსია ერთი პროვოკაციული სათაური და ლინკზეც არ გადავლენ ისე აყმუვლდებიან.
ფუი რას არ გაიგებ?!!....