"რუბინი" განადგურდა - კაპიტანი ხვიჩას საგოლე პასი და მის წასვლაზე ალაპარაკებული კომენტატორი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც კაპიტნის სამკლაურით გამოდიოდა და 87-ე წუთზე შეცვალეს, ყაზანის "რუბინი" მოსკოვის ცსკა-ს ესტუმრა და განადგურდა - 1:6.

მატჩის დასაწყისში, მე-2 წუთზე ქართველმა გარემარბმა ჯარიმა მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, თუმცა პასს თანაგუნდელები ვერ გამოეხმაურნენ. 

მოსკოველებმა სწრაფი გოლი გაიტანეს - მე5 წუთზე ყაზანელებმა მეტოქის იერიში ვერაფრით შეაჩერეს, თურქი იუსუფ იუზიჩის შედეგიან დარტყმასს კი VAR-ზე საკმაოდ დიდი ხანი ამოწმებდნენ.

ხვიჩამ ხიფათის შექმა კუთხურიდანაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. მოსკოველებმა  სტუმართა დაცვაში არსებული ქაოსით კიდევ ერთხელ ისარგებლეს - ამჯერად მეტოქის კარი
კოტდ'იუვარელმა გამინმა აიღო.

23-ე წუთზე მედიბამ გაიტანა, 2 წუთში კი ანგარიში გამანადგურებელი გახდა  - 0:4. დუპინის კარი კარასკალმა აიღო

ხვიჩა კვარაცხელიამ 38-ე წუთზე კუჩაევს გაატანინა, რომელმაც ყოფილი კლუბის კარში გოლი არ აღნიშნა.

ტაიმის ბოლოს, "რუბინის" ფორვარდი ალეკსანდრ ლომევიცკი გააძევეს, რამაც ლეონიდ სლუცკის გუნდი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

"კვარამ" მეორე ტაიმშიც სცადა, თუმცა რამის შეცვლა წარმოუდგენელი იყო - იაზიჩმა ჰეთ თრიკი შეასრულა, ყაზანელებმა კი შეხვედრა 9 ფეხბურთელით დაასრულეს - ხორვატი ბეგიჩიც გააძევეს.

თუკი რუს კომენტატორს ვენდობით, ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო პაუზის შემდეგ, ყაზანში აღარ დაბრუნდება, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მინიმუმ, ივნისამდე კვარაცხელია სხვა ლიგაში ითამაშებს. უკანასკნელი საუბრები იტალიურ "ნაპოლის" უკავშირდებოდა. შესაბამისად, "რუბინის" სატურნირო მდგომარეობასა და მომდევნო მეტოქეზე საუბარს ამ ეტაპზე, არ ვაპირებთ. იმედია, ყველაფერი მალე გაირკვევა, ხვიჩას კი ყველაზე მეტად გამხნევება ახლა სჭირდება - ის საქართველოს ნაკრების უპირობო ლიდერია!

alt "ხვიჩას ახლავე უნდა ჰქონდეს ოქროს ბურთი..." - როგორ ეხმაურება უცხოური მედია კვარაცხელიას თამაშს

მკითხველის კომენტარები / 32 /
ვინმემ დაიცვას ეგ ბიჭი ან საშინელი აგრესიისგან და ბულინგისგან რაც ბინძური ნიაღვარივით მიედინება მისკენ ამოუწურავად. ვინმენ დაიცავით ეგ ბიჭი, რამე არ დამართოს თავს ან არ მოუვიდეს რამე ამდენი სტრესისგან, ამაზე არ გიფიქრიათ??
ფეხბურთის თამაში კი არა გადათელეს ადამიანი ფეისბუქზე ტელევიზიებმაც კი. ვინმემ რამე გააკეთეთ, ქეცბაიას გუშინდელი გამოსვლა არ შველის მარტო.
თვითონ სლუცკიმ თქვა, ისეთი ბრილიანტი გვყავს ვცდილობთ არ მივაკაროთ პრესის ნეგატივი და სიბინძურეო და დავიჯერო ქართველებს სლუცკიზე მეტად არ გვიყვარს და ასე ადვილად ვიმეტებთ?
აქამდე არ თამაშობდა რუბინში, აქამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი? რა ჯანდაბა ხდება, ამ ბიჭით წყდება სამშობლოს ღალატის საკითხი? როცა მაღალ ეშელონებში მიღალატეები უზით?
გაუფრთხილდით ამ ბავშვს, გვიან იქნება მერე!!!
12
ეს ბიჭი არის საქართველოს ნაკრების იმედი, ამის გარეშე ჩვენი გუნდი არის ნახევარი. მინდა მივმართო იმ ვაიპატრიოტებს ვინც ამ ბიჭს ლანძღავს და აბულინგებს, ხო ხართ ღირსები რომ ამ ისედაც უთავმოყვარეო ქვეყანას თქვენი არაკაცული და არასწორი საქციელით უფრო ცუდი საქმე გაუკეთოთ?!!! ეომ თქვას თქვენი დე.....ცო და აღარ ითამაშოს ნაკრებში ეგ გინდათ ალბათ ხო?!!! თქვე კლავიატურის ვირთხებო, თქვე არასწორებო!!!!! ხვიჩას ჭირდება მხარდაჭერა და არა ამ პოლიტიკური სიტუაციის გამო მიწასთან გასწორება
იყავით ობიექტურები!
18:40 20-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული