მატჩის დასაწყისში, მე-2 წუთზე ქართველმა გარემარბმა ჯარიმა მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, თუმცა პასს თანაგუნდელები ვერ გამოეხმაურნენ.
მოსკოველებმა სწრაფი გოლი გაიტანეს - მე5 წუთზე ყაზანელებმა მეტოქის იერიში ვერაფრით შეაჩერეს, თურქი იუსუფ იუზიჩის შედეგიან დარტყმასს კი VAR-ზე საკმაოდ დიდი ხანი ამოწმებდნენ.
ხვიჩამ ხიფათის შექმა კუთხურიდანაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. მოსკოველებმა სტუმართა დაცვაში არსებული ქაოსით კიდევ ერთხელ ისარგებლეს - ამჯერად მეტოქის კარი კოტდ'იუვარელმა გამინმა აიღო.
23-ე წუთზე მედიბამ გაიტანა, 2 წუთში კი ანგარიში გამანადგურებელი გახდა - 0:4. დუპინის კარი კარასკალმა აიღო
ხვიჩა კვარაცხელიამ 38-ე წუთზე კუჩაევს გაატანინა, რომელმაც ყოფილი კლუბის კარში გოლი არ აღნიშნა.
ტაიმის ბოლოს, "რუბინის" ფორვარდი ალეკსანდრ ლომევიცკი გააძევეს, რამაც ლეონიდ სლუცკის გუნდი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
"კვარამ" მეორე ტაიმშიც სცადა, თუმცა რამის შეცვლა წარმოუდგენელი იყო - იაზიჩმა ჰეთ თრიკი შეასრულა, ყაზანელებმა კი შეხვედრა 9 ფეხბურთელით დაასრულეს - ხორვატი ბეგიჩიც გააძევეს.
თუკი რუს კომენტატორს ვენდობით, ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო პაუზის შემდეგ, ყაზანში აღარ დაბრუნდება, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მინიმუმ, ივნისამდე კვარაცხელია სხვა ლიგაში ითამაშებს. უკანასკნელი საუბრები იტალიურ "ნაპოლის" უკავშირდებოდა. შესაბამისად, "რუბინის" სატურნირო მდგომარეობასა და მომდევნო მეტოქეზე საუბარს ამ ეტაპზე, არ ვაპირებთ. იმედია, ყველაფერი მალე გაირკვევა, ხვიჩას კი ყველაზე მეტად გამხნევება ახლა სჭირდება - ის საქართველოს ნაკრების უპირობო ლიდერია!
"ხვიჩას ახლავე უნდა ჰქონდეს ოქროს ბურთი..." - როგორ ეხმაურება უცხოური მედია კვარაცხელიას თამაშს