25 წლის ინგუში ნახევარმცველი სოლტმურად ბაკაევი, რომელიც ამჟამად "აკრონში" თამაშობს, "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიასთან და ზურიკო დავითაშვილთან მეგობრობდა. როდესაც "კვარამ" სკუდეტო მოიპოვა, მან "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა: "გილოცავ შენ, ჩემო ქართველო ძმაო! ხვიჩა ჩემპიონია!". დღეს ბაკაევმა კვარაცხელიას და დავითაშვილის შესახებ Матч ТВ-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
- თვლი თუ არა, რომ სერია A უფრო კონკურენტულია და ხვიჩამ შეიძლება პარიზში განვითარება შეაჩეროს?
- მან ეს იტალიური ეტაპი უკვე გაიარა. რუსეთში რაღაც მომენტში მიხვდა, რომ ყველაფერი იოლად გამოსდიოდა და საინტერესო აღარ იყო. ახალი გამოწვევევი სურდა. მე შემიძლია საკუთარ თავს
ვუთხრა: "რუსეთის ჩემპიონატის და თასის მოგების შედეგად, ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც წასვლა, ახალი მიზნების დასახვა და კიდევ რაღაცის მოგება მინდა".
ვფიქრობ, ხვიჩას პროგრესირება და ახალი გამოწვევების დასახვა, მომავლის გამოჭედვა სურს. ამიტომ არ მგონია, რომ დეგრადირებას დაიწყებს, რომ მისი თამაშის დონე დაეცემა. პირიქით, ასეთ პარტნიორებთან მხოლოდ წინ წაიწევს.
- არ გიკვირს, რომ კარიერაში ასეთი ძლიერი "გასროლა" მოახდინა?
- არა, საერთოდ. ხვიჩა მორწმუნეა. ღვთისადმი რწმენა ბევრ რამეში ეხმარება. მის გამო მხოლოდ გახარებული ვარ, განვიცდი და ვგულშემატკივრობ. იგივე ეხება ზურიკო დავითაშვილს. "რუბინიდან" ისეთ გუნდებში გადავიდა, როგორიც "როტორი" და ტულის "არსენალია", მაგრამ ახლა საფრანგეთშია და ისიც კარგად თამაშობს.
რაღაც მომენტში მე და ზურიკო პოზიციაზე პირდაპირი კონკურენტები ვიყავით, მე კონკურენცია მოვუგე, თუმცა ამჟამად ის საფრანგეთში თამაშობს, მე კი - რუსეთის პრემიერლიგაში. ასე რომ, მუდამ ვამბობ, ყველაფერი შესაძლებელია.
პასპორტით ხვდებოდი სასტავში ))
ლეგიონერი იყო ზურიკო და როგორც სლუცკიმ თქვა იძულებული იყო ხვიჩას და ზურიკოსგან ერთი გამოეშვა მოედანზე.
მაგიტომ არის ზურიკო საფრანგეთში შენ კი პასპორტის ამარა ))