"ტოვებს თუ არა "რუბინს?" - ხვიჩამ რუს ჟურნალისტს დიპლომატიური პასუხი გასცა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაზე "რუბინი" მოსკოვში 1:6 განადგურდა ცსკა-სთან, ყაზანური გუნდის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ 87-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ სეზონში ჩემპიონატზე ხვიჩამ 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. უეფამ რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებს თავიანთი კლუბების დროებით დატოვების უფლება მისცა და ყველას აინტერესებს, ისარგებლებს თუ არა ამით კვარაცხელია.

ხვიჩას ისედაც კარგა ხანია უნდა გუნდის გამოცვლა, მაგრამ ეს გასულ წელს  ვერ მოახერხა, მალე საქართველოს ნაკრებს უნდა შეუერთდეს და გადაწყვეტილებასაც მალე მიიღებს. "РБ Спорт"-ის ჟურნალისტის კითხვაზე, დარჩება თუ არა
"რუბინში", მან დიპლომატიური პასუხი გასცა: "ჯერ არ ვიცი".

კორესპონდენტმა კვარაცხელიას ჰკითხა - ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან არსებობს თუ არა ზეწოლა მის მამაზე, რაზეც ფეხბურთელმა პასუხი არ გასცა.

Sportall.ge-მ რამდენიმე დღის წინ გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა, კვარაცხელიას მიმართ უარყოფითი კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავონ, რადგან არავინ იცის, ის როგორ მდგომარეობაშია რუსეთში. დღეს ხვიჩას მიმართ რუსულ პრესაში უამრავი ცინიკური კომენტარი გამოქვეყნდა და ჩვენ ამ სიტუაციაში მხარდაჭერის გამოცხადება გვმართებს.

მკითხველის კომენტარები / 38 /
ნუ გეშინიათ 3 თვიანი იჯარის, სინამდვილეში სულ ხვანაირადაა საქმე. რუსეთშიც ომს ამზადებენ მალე, ოღონდ ეხლა რუსეთის ტერიტორიაზე იქნება წიოკი. მაგისთვის ემზადებიან საელჩოების და უცხოელების ევაკუაცია დაანონსეს უკვე. ისევე როგორც უკრაინაში დაიწყეს. ასე რომ მაგ 3 თვეში უკვე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ირევა მსოფლიო. ისეთი რაღაცა მოხდება რომ ჩაიკეტება რუსეთი და ეტირებათ ყოფა *
bidzia
12:41 21-03-2022
0
სუფთა პრაქტიკული თვალსაზრისითაც ხვიჩასთვისაც უკეთესია რომ დროზე წამოვიდეს იმიტომ რომ რუსეთი სრულ იზოლაციაშია და ხელფასსაც ვეღარ გადაუხდიან,აღარაფერს ვამბობ მორალურ მხარეზე.მაგრამ თვითონ ახალგაზრდაა ხოლო ეტყობა მშობლები და გაიძვერა ჯუღელი არასწორად ურჩევენ.
დროზე წამოდი
11:07 21-03-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული