რუსეთის პრემიერლიგაზე "რუბინი" მოსკოვში 1:6 განადგურდა ცსკა-სთან, ყაზანური გუნდის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ 87-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ სეზონში ჩემპიონატზე ხვიჩამ 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. უეფამ რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებს თავიანთი კლუბების დროებით დატოვების უფლება მისცა და ყველას აინტერესებს, ისარგებლებს თუ არა ამით კვარაცხელია.
ხვიჩას ისედაც კარგა ხანია უნდა გუნდის გამოცვლა, მაგრამ ეს გასულ წელს ვერ მოახერხა, მალე საქართველოს ნაკრებს უნდა შეუერთდეს და გადაწყვეტილებასაც მალე მიიღებს. "РБ Спорт"-ის ჟურნალისტის კითხვაზე, დარჩება თუ არა
"რუბინში", მან დიპლომატიური პასუხი გასცა: "ჯერ არ ვიცი".
კორესპონდენტმა კვარაცხელიას ჰკითხა - ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან არსებობს თუ არა ზეწოლა მის მამაზე, რაზეც ფეხბურთელმა პასუხი არ გასცა.
Sportall.ge-მ რამდენიმე დღის წინ გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა, კვარაცხელიას მიმართ უარყოფითი კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავონ, რადგან არავინ იცის, ის როგორ მდგომარეობაშია რუსეთში. დღეს ხვიჩას მიმართ რუსულ პრესაში უამრავი ცინიკური კომენტარი გამოქვეყნდა და ჩვენ ამ სიტუაციაში მხარდაჭერის გამოცხადება გვმართებს.
რათქმაუნდა მისი შვილი რომ იყოს ზედ გადაეფარებოდა და დაიცავდა მაგრამ ეს იმიტომ დაწერა, რომ მისი შვილი არარის.
დაუკვირდით რას წერთ.
ცხოვრება ბუმერანგია.
წარმატებები ყველას და აგრესიის კონტროლს გისურვებთ :)
მტრის შემოსევა საჭირო არ არის, უკვე ერთმანეთს ვუსწორდებით მშვენივრად...
ომი საშინელება და რუსეთი კიდევ რაც არის ყველამ ვიცით მაგრამ 2008 წლის ომის დროს რამდენი უკრაინელი ფეხბურთელი წამოვიდა რუსეთის ლიგიდან პროტესტის გამო?? გახსენდებათ ვინმე და წამოსვლა არ არის მარტივი ვინც საღად აზროვნებს იმან იცის ეს და მე ნამდვილად ვერ დავიჯერებ იმას რომ ხვიჩას კარიერის ბოლომდე რუბინში უნდა თამაში.