"ტოვებს თუ არა "რუბინს?" - ხვიჩამ რუს ჟურნალისტს დიპლომატიური პასუხი გასცა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაზე "რუბინი" მოსკოვში 1:6 განადგურდა ცსკა-სთან, ყაზანური გუნდის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ 87-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ სეზონში ჩემპიონატზე ხვიჩამ 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. უეფამ რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებს თავიანთი კლუბების დროებით დატოვების უფლება მისცა და ყველას აინტერესებს, ისარგებლებს თუ არა ამით კვარაცხელია.

ხვიჩას ისედაც კარგა ხანია უნდა გუნდის გამოცვლა, მაგრამ ეს გასულ წელს  ვერ მოახერხა, მალე საქართველოს ნაკრებს უნდა შეუერთდეს და გადაწყვეტილებასაც მალე მიიღებს. "РБ Спорт"-ის ჟურნალისტის კითხვაზე, დარჩება თუ არა
"რუბინში", მან დიპლომატიური პასუხი გასცა: "ჯერ არ ვიცი".

კორესპონდენტმა კვარაცხელიას ჰკითხა - ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან არსებობს თუ არა ზეწოლა მის მამაზე, რაზეც ფეხბურთელმა პასუხი არ გასცა.

Sportall.ge-მ რამდენიმე დღის წინ გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა, კვარაცხელიას მიმართ უარყოფითი კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავონ, რადგან არავინ იცის, ის როგორ მდგომარეობაშია რუსეთში. დღეს ხვიჩას მიმართ რუსულ პრესაში უამრავი ცინიკური კომენტარი გამოქვეყნდა და ჩვენ ამ სიტუაციაში მხარდაჭერის გამოცხადება გვმართებს.

მკითხველის კომენტარები / 38 /
იმ უამრავი სიბინძურისგან, რაც დღეს წავიკითხე ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ვიღაც წერდა, ჩემი შვილი რომ იყოს ფეხებს დავამტვრევდი რომ ვერასოდეს ეთამაშა ფეხბურთიო. ყველაზე ბოროტული ეგ იყო ალბათ რაც კი მის მიმართ წამიკითხავს.
რათქმაუნდა მისი შვილი რომ იყოს ზედ გადაეფარებოდა და დაიცავდა მაგრამ ეს იმიტომ დაწერა, რომ მისი შვილი არარის.
დაუკვირდით რას წერთ.
ცხოვრება ბუმერანგია.
წარმატებები ყველას და აგრესიის კონტროლს გისურვებთ :)
მტრის შემოსევა საჭირო არ არის, უკვე ერთმანეთს ვუსწორდებით მშვენივრად...
Skeleton
22:32 20-03-2022
4
30 წელია ე.წ პრო-დასავლური პარტიები ყველას ვინც არ მოსწონთ და არ ეთახმებიან ყველა პოლიტიკოს თუ საზოგადო მოღვაწეს აბრალებენ რუსეთის აგენტობას მიშა სააკაშვილმა ნახევარი საქართველო დაიჭირა კრემლის აგენტობის ბრალდებით,ნაცებში და მათ მინდევრებში ლიდერებით დაწყებული ტელევიზიებით გაგრძელებული და რიგითი აქტივისტებით დამთავრებული რუსეთის აგენტის დაბრალება მასზე ვინც არ მოსწონთ ჩვეულებრივი მოვლენაა,მარა ფეხბურთელისთვის რომ რუსეთის აგენტობა დაებრალებინათ ეგ პირველად ვნახე ცხოვრებაში პოლიტიკოსი გამიგია ბიზნესმენი გამიგია საზოგადო მოღვაწეც მაგრამ ფეხბურთელი??? ეს რაღაც ახალია და სოც ქსელებში რომ მიდგნენ ამ ბიჭს მთელი ურა პატრიოტები ნაცები მისი სატელიტები და ლანძღეს აგინეს რეები აღარ დაუწერეს ეს უბრალოდ სამარცხვინოა ნორმალურმა ხალხმა ადეკვატურად და გასაგებად მიიღო ეს ამბავი რადგან ყველამ იცის რომ წასლვა არ არის მარტივი.
ომი საშინელება და რუსეთი კიდევ რაც არის ყველამ ვიცით მაგრამ 2008 წლის ომის დროს რამდენი უკრაინელი ფეხბურთელი წამოვიდა რუსეთის ლიგიდან პროტესტის გამო?? გახსენდებათ ვინმე და წამოსვლა არ არის მარტივი ვინც საღად აზროვნებს იმან იცის ეს და მე ნამდვილად ვერ დავიჯერებ იმას რომ ხვიჩას კარიერის ბოლომდე რუბინში უნდა თამაში.
ზაზა
03:29 21-03-2022
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული