ტრავმით გამოწვეული თითქმის ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა.
კიტეიშვილი "კლაგენფურტთან" ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის საშინაო მატჩის (3:1) 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 3:1 იყო. მას შეხვედრის დასრულების შემდეგ ფანებმა უმღერეს.
შეგახსენებთ, კიტეიშვილმა ტრავმა 30 სექტემბერს ევროპა ლიგაზე პსვ-სთან მატჩისას მიიღო. ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მომავალი ამხანაგური მატჩებისთვის არ გამოიძახა, რადგან ჯერ ბუნებრივია ფორმაში არ არის.
ოთარმა ამ სეზონში ჩემპიონატის 9 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი 21 ქულით მეორე ადგილზეა და 3
აპრილს სტუმრად "ვოლფსბერგერს" დაუპირისპირდება.
ცხვირში უნდა ამოვადინოთ ძმრად ზაფხულში.