ოთარ კიტეიშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული თითქმის ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა.

კიტეიშვილი "კლაგენფურტთან" ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის საშინაო მატჩის (3:1) 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 3:1 იყო. მას შეხვედრის დასრულების შემდეგ ფანებმა უმღერეს.

შეგახსენებთ, კიტეიშვილმა ტრავმა 30 სექტემბერს ევროპა ლიგაზე პსვ-სთან მატჩისას მიიღო. ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მომავალი ამხანაგური მატჩებისთვის არ გამოიძახა, რადგან ჯერ ბუნებრივია ფორმაში არ არის.

ოთარმა ამ სეზონში ჩემპიონატის 9 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი 21 ქულით მეორე ადგილზეა და 3
აპრილს სტუმრად "ვოლფსბერგერს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
აქცენტი ხვიჩა-ჩაკვეზე გადავიდა და მიგვავიწყდა თვითონ მაკედონიელმა ყასბებმა როგორ დაგვიმტვრიეს კიტე ფინალის წინ.
ცხვირში უნდა ამოვადინოთ ძმრად ზაფხულში.
Levani
21 მარტი 2022 11:39
0
კიტე ტრამვებისკენ რომ არ იყოს მიდრეკილი დღეს შტურმზე უფრო მაღალი კლასის გუნდში იქნებოდა ამ სეზონშიც ძალიან ცუდ დროს მიიღო ტრამვა და დიდი ხანი გაუცდა მისი გუნდი ევროპალიგის ჯგუფში იყო შესული და მე-2 თამაშზე მიიღო ტრამვა და ამის გამო რამდენი თვე გამოტოვა ჩემპიონატიც და ევროპა ლიგაც ეს არის ტრაგედია ფეხბურთელისთვის წარმატებებს ვუსურებ იმედი მაქვს სეზონის დარჩენილ ნაწილში გამოიჩემს თავს.
გიორგი
21 მარტი 2022 05:18
0
ყველაზე ინტელექტუალური ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში,ყველანაირი გაგებით
გიორგი
21 მარტი 2022 04:27
0
კარგი მ9თამაშეა
alt ინფო
20 მარტი 2022 23:40
0
ოთო მალე ჩადექი ფორმაში, გვჭირდები. შენ რომ გვყოლოდი, ახლა ევროპაზე ვიქნებოდით და ბ ჯგუფშიც ..
ილია_იუვე
20 მარტი 2022 23:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული