ჩვენებური ფეხბურთელის საქციელსა და იმას, რომ ხვიჩა რუსულ კლუბს არ ტოვებს, საზოგადოების დიდ ნაწილში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ფაქტს სოციალურ ქსელში ხუმრობით ჟურნალისტი ვახო სანაია ეხმაურება და წერს:
"გამორიცხავთ, კვარაცხელია შიგნიდან ანგრევდეს რუბინს?", - წერს სანაია.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ კვარაცხელიამ, შესაძლოა, კარიერა "ნაპოლიში" გააგრძელოს.