"რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს შეუერთდა და შეიძლება კარიერა დროებით ბათუმის "დინამოში" გააგრძელოს, თუმცა ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით "ნაპოლი" დაინტერესდა.
რუსული "ჩემპიონატი" კი ირწმუნება, რომ მათი პრემიერლიგის ლეგიონერები იტალიურ კლუბებში ვერ გადავლენ. გამოცემის ცნობით, სერია A-სთან ამის შესახებ ჯენტლმენური შეთანხმება მიღწეულია და ისინი უეფას გადაწყვეტილებით არ ისარგებლებენ:
"ასეთი გადაწყვეტილება იტალიის ჩემპიონატის მთლიანობის შენარჩუნებითაა განპირობებული".
თუმცა, გაუგებარია, როგორ შეიძლება სერია A-ს მთლიანობას რუსეთის პრემიერლიგიდან რომელიმე ფეხბურთელის გადასვლა დაემუქროს და საფრთხე შეუქმნას.
"ჩემპიონატმა" აგრეთვე წერილი გამოაქვეყნა სათაურით - "ხვიჩა
წავიდა ნაკრებში და შეიძლება რუსეთში არ დაბრუნდეს. ლეგიონერთაგან კიდევ ვინაა რისკის ზონაში?"
"ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში წავიდა, რომელიც 25 მარტს ამხანაგურ მატჩს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავს, 29 მარტს კი - ალბანეთთან. ჯერ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ხვიჩას ჩვენ მეტად ვერ ვიხილავთ. Матч ТВ-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ოჯახზე რუსეთში მისი თამაშის გამო ზეწოლას ახორციელებენ, ამიტომ რუსეთის პრემიერლიგას შეიძლება არ დაუბრუნდეს. თვითონ კვარაცხელიამ კითხვაზე, დარჩება თუ არა ყაზანში, ბუნდოვანი პასუხი გასცა: "ჯერ არ ვიცი", - წერს გამოცემა.