"ითამაშებს ხვიჩა ბათუმის "დინამოში"?.." - "რუბინის" დირექტორმა "კვარას" გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან რუსეთში აღარ დაბრუნდება.

"ითამაშებს ხვიჩა ბათუმის "დინამოში"? უეფამ მას წასვლის შესაძლებლობა მისცა. კვარაცხელიას შეუძლია ეს გამოიყენოს, სხვას ვერაფერს გეტყვით.

ის ეროვნულ ნაკრებში წავიდა, დაბრუნებაზე არ გვისაუბრია. ასევე გეტყვით, რომ ლეგიონერები შესაძლოა გუნდში აღარ ჩამოვიდნენ, 7 აპრილამდე კი წასვლა ყველას შეუძლია" - განაცხადა საიმანოვმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა" style="height: 50px; width: 50px;" />"ნაპოლიდან" ლიდერები მიდიან, გუნდი ხვიჩას, კოლუმბიელ ან ბელგიელ შემტევს შეიძენს



მკითხველის კომენტარები / 2 /
ბევრი ლეგიონერი აღარ დაბრუნდება უკან რუსეთის გუნდებში და არც ხვიჩა კვარაცხელიაა გამონაკლისი! რუსული გუნდები ხელფას უნახევრებენ მოთამაშეებს და ბევრი უკვე სახელმწიფო დოტაციაზე გადადის! უნდათ ასევე ლიმიტის დაწესება ლეგიონერებზე და უბრალოდ ხელფასების შემოღება როგორც საბჭოთა კავშირში იყო. ასე,რომ უკან დაბრუნებას აზრი აღარც აქვს და წინ უნდა გაიხედონ ყველა რუსეთში და უკრაინაში მოთამაშე საქართველოს მოთამაშეებმა! ტრამპლინად გამოდგება პოლონეთის,უნგრეთის,ჩეხეთის,სლოვაკეთის,სლოვენიის,დანიის,თურქეთის და ა.შ. ჩემპიონატები!
მწვრთვნელი
17:41 23-03-2022
0
დიმა ობოლაძის დაუფიქრებლად წამოსროლილი სისულელე გამოიყენა ზინზლიანმა დეგენერატმა საიმანოვმა აგერ
Rubin_moika
17:13 23-03-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული