ხვიჩა კვარაცხელია ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთადაა და ჩვენი მაქსიმალური ინტერესია, ის უახლოესი შეხვედრებისთვის მშვიდად მოემზადოს და საკუთარი რესურსები სრულად გამოავლინოს. თუმცა "კვარას" ირგვლივ ქართული, რუსული თუ ევროპული მედია ბევრს წერს და გვერდს ვერც ჩვენ ავუვლით.
ხვიჩას ბათუმის "დინამოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩარიცხვა ოფიციალური ინფორმაცია არაა, თუმცა ამასთან არც ისე შორს უნდა ვიყოთ. ამავდროულად, "რუბინში" აცხადებენ, რომ კონტრაქტის შეჩერებაზე მათთვის არავის მიუმართავს. ყაზანელები სოციალურ ქსელში ქართველი გარემარბის ფოტოშოპსაც აქვეყნებენ - "მორჩით წერას, რომ სადმე მივდივარ".
ამასობაში იწერება, რომ იტალიური და ინგლისური კლუბები
"ჯენტლმენური შეთანხმებით" რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს ივნისამდე არ დაიმატებენ. არადა, ხვიჩას ხომ "ნაპოლის" უკავშირებდნენ, გასულ ზაფხულს კი ინგლისური კლუბების დაინტერესებაზე ვიცოდით. თუკი calciodefinanza-სა და Times-ს ვენდობით, პრემიერლიგის უცხოელი მოთამაშეების მიმართ ინტერესი ესპანური "ლა ლიგის" გუნდებს აქვთ.
შეგახსენებთ, რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს დაახლოებით 3 თვით გუნდიდან წასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლიათ.
"ვწუხვარ, რომ მას საქართველოში უწევს გაქცევა, სადაც წასვლა არ უნდა, საქართველოში ახლა ფეხბურთის დონე ძალიან დაბალია" - კავაზაშვილი კვარაცხელიაზე
კვარაცხელია ბათუმის "დინამოში"? - ლადო დვალიშვილის კომენტარი
"რუბინის" დირექტორი კვარაცხელიაზე - ლეგიონერების შენარჩუნებაში უმწეონი ვართ
ასე ვყავართ წლებია გამოჭერილი და კარგად გვიცნობენ.
ახლა მიზანი ერთია, ქვეყანას შეაძულონ ხვიჩა და მერე თავად გამოუჩდნენ დამცველებად.
შესთავაზეს კიდეც დაცვას აგიყვანთ და თავშესაფარს მოგცემთო. მაგრამ ხვიჩას მსგავსი არაფერი უთქვამს იქ ქართვლების მხრიდან ბულინგზე. რად უნდა თქმა, ისედაც ყველაფერს კითხულობენ, თან პირდაპირ რუბინის საითზე წერთ და რად უნდა შორს ძიება ინფორმაციას...