ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ტაბიძემ "უფა" დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველმა ჯიმი ტაბიძემ "უფა" დატოვა.

"განშორების დრო დადგა. 5 წელი, რომელიც თქვენთან ერთად გავატარე, ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. გუნდის წარმატებისათვის მუდამ ბოლომდე დახარჯვას ვცდილობდი. მინდა ყველა ფეხბურთელს, პერსონალს და გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, რომელთაგან ყოველთვის მხარდაჭერას ვგრძნობდით. თქვენ გარეშე მოვიწყენ", - წერს ტაბიძე სოციალურ ქსელში.
ტაბიძე "უფაში" 2017 წელს "გენტიდან" გადავიდა, ამ სეზონში კი ტრავმის გამო არ უთამაშია. მას ბაშკირულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული და უკან არ დაბრუნდება.

ტეგები: