
![საქართველოს ნაკრების მცველმა გერმანიაში ოპერაცია გაიკეთა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/4ea581809d1a7131a0269c7fc1145432.jpg)
რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში ტაბიძემ 22 მატჩი გამართა. მცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 14 შეხვედრაში ერთი გოლი აქვს გატანილი. ტაბიძეს ვლადიმირ ვაისი მუდმივად იწვევდა და ცენტრალური მცველის პოზიციის გარდა, მარცხენა ფლანგზეც ეყრდნობოდა.
"უფას" მცველი, რომლის გუნდმაც ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ვილი სანიოლის ნაკრებს ტრავმის გამო მარტის შეკრებაზეც გამოაკლდა.
წყარო: "უფას" "ფეისბუქგვერდი"