მამარდაშვილს სასტარტოში მოიაზრებენ - მატჩის წინ

AutoSharing Option
კვირას, 3 აპრილს (20:30 სთ), "ლა ლიგაში" გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "კადისს" უმასპინძლებს. futbolfantasy ქართველ მეკარეს სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებს:

"ვალენსია" "კადისს" იმ მისიით მასპინძლობს, რომ შედეგების კარგი დინამიკა შეინარჩუნოს და "კოპა დელ რეის" ფინალის წინ, რომელიც სამ კვირაში გაიმართება, პოზიტიურ განწყობაზე დარჩეს. ბორდალასის გუნდი ასევე შეეცდება, სანამ რეალური შანსი არსებობს, ევროტურნირების საგზურს ჩემპიონატითაც მიაღწიოს.

უკანასკნელი, ვინც სანაკრებო შეკრებიდან დაბრუნდა, ამერიკელი მუსაა. ამიტომ მას სათადარიგოთა სკამზე ელიან.
დანარჩენში ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ გაბრიელი და გაია თერთმეტეულში დაბრუნდებიან, ხოლო სილესენი და ტიერი მეტი
ვარჯიშის ჩატარებას დაელოდებიან, მით უმეტეს, ფოლქირიც და მამარდაშვილიც კარგ ფორმაში არიან.

სავარაუდო თერთმეტეული, რომელსაც ბორდალასი დაეყრდნობა, ასეთი იქნება:

მამარდაშვილი, ფოლქირი, დიაჰაბი, გაბრიელი, ალდერაითი, გაია, სოლერი, გილამონი, ჟილი, მაქსი გომესი, გედეში. 

altმამარდაშვილი VS სილესენი - plazadeportiva მეკარეებს ფინალის წინ ადარებს

altროცა მამარდაშვილი ნაკრებში თამაშობდა... - AS-ი გიორგის ამჯობინებს

altსილესენი დაბრუნდა, მამარდაშვილი განაგრძობს? - ფინალი მოახლოვდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ მინდა სიჩქარეში ჩამომართვან, მაგრამ მამარდა უკვე მაგარი მეკარეა და სუუულ ცოტა ხანში გახდება ტოპ კლასის, ვალენსიას მეკარეობა ხუმრობა საქმე არაა, მაგრამ ასე მგონია რაღაცა დროს გადავა რომელიმე პირველი ათეულის კლუბში
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული