ყველა დეტალი - რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ხვიჩა "ნაპოლისთან", რამდენს გამოიმუშავებს ის და რა თანხას მიიღებს ბათუმის "დინამო"

AutoSharing Option
napolicalciomercato.it ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერის დეტალებზე წერს. როგორც აღნიშნული წყაროს იუწყება, ჩვენებურის წარმომადგენლებმა ნეაპოლიტანელებთან შეთანხმებას მიაღწიეს და ქართველიც იტალიურ კლუბში გადაბარგდება. 

"ხვიჩასა და "ნაპოლის" წარმომადგენლებს შორის იტალიაში შეხვედრა შედგა, რომელიც საკმაოდ პოზიტიურად დასრულდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ქართველი "ნაპოლისთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში კი 1 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებს. 

რაც შეეხება ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს, ბათუმის "დინამო" მოთამაშის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს მიიღებს", - წერს საიტი. 

ტრანსფერის შესახებ წერს კიდევ ერთი ცნობილი იტალიური გამოცემა corrieredellosport, რომელიც
ასევე იუწყება, რომ ქართველს "ნაპოლიმდე" ერთი ნაბიჯი აშორებს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
საიმანოვი იდიოტი და დებილი გგონიათ? თანაც ჯუღელთანაა ჩახუტებული. წილში ჩაისვეს ბათუმი. მიუგდებენ 2 კაპიკს და ეგაა.
კარგით რა
18:14 02-04-2022
2
ძაან კარგი იმედია იტალიურს სწავლბს უჯვე კვარა
ემიგრანტი
17:33 02-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული