ყველა დეტალი - რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ხვიჩა "ნაპოლისთან", რამდენს გამოიმუშავებს ის და რა თანხას მიიღებს ბათუმის "დინამო"

AutoSharing Option
napolicalciomercato.it ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერის დეტალებზე წერს. როგორც აღნიშნული წყაროს იუწყება, ჩვენებურის წარმომადგენლებმა ნეაპოლიტანელებთან შეთანხმებას მიაღწიეს და ქართველიც იტალიურ კლუბში გადაბარგდება. 

"ხვიჩასა და "ნაპოლის" წარმომადგენლებს შორის იტალიაში შეხვედრა შედგა, რომელიც საკმაოდ პოზიტიურად დასრულდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ქართველი "ნაპოლისთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში კი 1 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებს. 

რაც შეეხება ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს, ბათუმის "დინამო" მოთამაშის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს მიიღებს", - წერს საიტი. 

ტრანსფერის შესახებ წერს კიდევ ერთი ცნობილი იტალიური გამოცემა corrieredellosport, რომელიც
ასევე იუწყება, რომ ქართველს "ნაპოლიმდე" ერთი ნაბიჯი აშორებს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
სადაა დანარჩენი კომენტარი? აქ11ია
ნოდარი
21:25 03-04-2022
0
ტყუილია უსირცხვილო სერია ა გამოქცეულებს არ იღებს ,აგე შენგელია ნახეთ რეალი ოლიმპიაკოსი ბარსა პანათინაიკოსი ყველა დიდმა გუნდმა უარი უტხრა , სპორტსში ვინც საკუთარ პატრონს კმენს კოლეგიალურად უდგებიან
vaja
10:01 03-04-2022
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული