sigmalive-ი წერს:
"აპოელთან" გამარჯვებისა (1:0) და კვიპროსის თასის ნახევარფინალში გასვლის მიუხედავად, თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელებს გუნდის მომავალ ვალდებულებებზე ფოკუსირება და განვლილი შეხვედრის დავიწყება სთხოვა. თამაშის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა მოთამაშეებთან დაშვებული შეცდომები გააანალიზა და აღნიშნა - იმის გამო, რომ მეტოქე 7 ფეხბურთელით თამაშობდა, კონცენტრაციის ნაკლებობა ჰქონდათ.
ქეცბაია რამდენიმე ფეხბურთელის თამაშით შეშფოთებული ჩანდა, რომლებიც, მიუხედავად შესაძლებლობებისა, მოედანზე ყოველთვის არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ."
შეგახსენებთ, ქართველი სპეციალისტის გუნდმა ოქრიაშვილის, ქვილითაიასა და დაუშვილის "აპოელს" აჯობა,
ქეცბაიამ გაიმარჯვა, ოქრიაშვილის "აპოელს" 4 მოთამაშე გაუძევეს [VIDEO]