კიტეიშვილმა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე მისი შესანიშნავი პასით ჯონ სტანკოვიჩმა გოლი გაიტანა. ოთარი 78-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე ჩემპიონატის 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„შტურმი“ 27 ქულით მეორე ადგილზეა და 17 აპრილს „რაპიდს“ უმასპინძლებს.