საქართველოს U21 ნაკრების მცველმა ესპანეთში ზედიზედ 2 ტურში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა "კადისი B"-ის რიგებში წარმატებით ასპარეზობს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი საკმაოდ შედეგიანია, უკანასკნელ 2 ტურში გაიტანა, სულ კი segunda rfef-ში მიმდინარე სეზონში 3 შედეგიანი დარტყმის ავტორია. კადისელები ჩემპიონატში მე-11 ადგილს იკავებენ.

ჯინჯოლავამ ჯერ "მონტიხოს" 94-ე წუთზე ეფექტური გოლი გაუტანა და საკუთარი გუნდი მარცხს გადაარჩინა (2:2), შემდეგ კი, "კორიასთან" წაგებულ (2:3) შეხვედრაში, მეტოქის კარი თერთმეტმეტრიანი დარტყმით აიღო. სეზონის დასრულებამდე "კადისის" სარეზერვო გუნდი კიდევ 5 მატჩს გამართავს.

21 წლის ჯინჯოლავამ ცოტა ხნის წინ, ესტონეთთან ამხანაგურ შეხვედრაში (4:1 გავიმარჯვეთ), საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 90
წუთი ითამაშა. მოგეხსენებათ, "კადისის" მთავარი გუნდი "ლა ლიგაში" ასპარეზობს და ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

altკიდევ ერთი ქართველი ლა ლიგაში - ჯინჯოლავამ "კადისთან" კონტრაქტი გააფორმა

altU21. მოისწრაფიშვილის დუბლი და გამარჯვება ესტონეთთან - სვანაძის გუნდი ზედიზედ 6 მატჩში დაუმარცხებელია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული