ჯინჯოლავამ ჯერ "მონტიხოს" 94-ე წუთზე ეფექტური გოლი გაუტანა და საკუთარი გუნდი მარცხს გადაარჩინა (2:2), შემდეგ კი, "კორიასთან" წაგებულ (2:3) შეხვედრაში, მეტოქის კარი თერთმეტმეტრიანი დარტყმით აიღო. სეზონის დასრულებამდე "კადისის" სარეზერვო გუნდი კიდევ 5 მატჩს გამართავს.
21 წლის ჯინჯოლავამ ცოტა ხნის წინ, ესტონეთთან ამხანაგურ შეხვედრაში (4:1 გავიმარჯვეთ), საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 90 წუთი ითამაშა. მოგეხსენებათ, "კადისის" მთავარი გუნდი "ლა ლიგაში" ასპარეზობს და ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
კიდევ ერთი ქართველი ლა ლიგაში - ჯინჯოლავამ "კადისთან" კონტრაქტი გააფორმა