![](https://sportall.ge/pictures/image5/31d1d6b7ec0e7ba81e122f2b6d2a2b28.jpg)
ინგლისის ჩემპიონშიფის 43-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“, რომელმაც გასულ ტურში გაინაღდა ლიგაში დარჩენა, გასვლაზე „მილუოლთან“ 1:2 დამარცხდა.
„ჰალ სიტიმ“ ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ მარცხი განიცადა, 47 ქულით მე-19 ადგილზეა და 23 აპრილს „რედინგს“ უმასპინძლებს.
შოთა არველაძის ხელმძღვანელობით, "ჰალ სიტიმ" 15 მატჩიდან 5 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7 წააგო.
მილუოლი - ჰალ სიტი 2:1
გოლები: 1:0 მელოუნი (51), 2:0 ბრედშოუ (55), 2:1 ივსი (87)