დღეს, 23 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში „ვალენსია“ „ბეტისს“ შეხვდება. როგორც მოსალოდნელი იყო, „ღამურების“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ქართველი ლა ლიგის გასულ ტურში „ვილიარეალთან“ გასვლით მატჩში სპეციალურად ფინალისთვის დაასვენა.
თამაში სევილიაში თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
გიო, გენაცვალე, გაგვახარე ამ აღდგომა დღეს!