გიორგი მამარდაშვილის ისტორია ზღაპარს ჰგავს - გასული წლის ზაფხულში იჯარის წესით "ვალენსიაში" მეოთხე მეკარედ და მეხუთე ლიგაში სათამაშოდ გადასულმა იმდენი მოახერხა, გუნდის პირველი მეკარე გახდა და ესპანეთის თასის ფინალში იასპარეზა. რომ არა ის, "ბეტისი" აუცილებლად ძირითად დროში გაიმარჯვებდა. ამას უკლებლივ ყველა წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა აღნიშნავს. ქართველმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა "ღამურები", ხუანმისა და ფეკირის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია და "მარკა" მატჩის მიმოხილვაში წერს, რომ რვაფეხასავით იყო. გამოცემამ სამი ვარსკვლავით მხოლოდ გიორგისა და სევილიელი იგლესიასის თამაში შეაფასა.
მამარდაშვილი "მუნდო დეპორტივომ"
შეაქო: "ბეტისმა" ტიტული 17 წლის შემდეგ მოიგო და მესამედ დაეუფლა თასს. ხოსე ბორდალასის გუნდმა, რომ წინააღმდეგობა გაუწია, ეს გიგანტი მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელმაც რამდენიმე წარმოუდგენელი ბურთი მოიგერია, თუმცა პენალტების სერიაში უძლური აღმოჩნდა და "ლა კარტუხაზე" სევილიელთა გამაოგნებელი ზეიმი დაიწყო".
"ვალენსიას" საიტი გიორგის კლუბის მომავალს უწოდებს: "ჩვენი ქართველი მთელი შეხვედრის განმავლობაში მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეს, მნიშვნელოვანი სეივები განახორციელა, მატჩის შემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში კინაღამ გმირი გახდა, როდესაც ხოაკინის პენალტის მოგერიებამდე ცოტა დააკლდა. ახალგაზრდა ვარსკვლავების ეს თაობა გუნდის მომავლის ნამდვილი განსახიერებაა - მამარდაშვილი, უგო გილიამონი, უგო დურო და ტიერი კორეია - ეს ის ბირთვია, რომელიც ბევრს გვპირდება".