მიქაუტაძის გოლმა "სერენს" ჟუპილერ ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა

AutoSharing Option
ბელგიის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში გიორგი მიქაუტაძის „სერენი“ საკუთარ მოედანზე „მოლენბეკს“ დაუზავდა (0:0), ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა და ჟუპილერ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

პირველი შეხვედრა „სერენს“ სტუმრად მიქაუტაძის გოლით 1:0 ჰქონდა მოგებული, დღეს ქართველმა შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო და მის მიერ პირველ შეხვედრაში გატანილი გოლით "სერენი" ქვედა ლიგაში დაქვეითებას გადაურჩა.

მიქაუტაძე „მეციდან“ „სერენში“ იჯარის წესით თამაშობდა და ჯერ უცნობია, დაიბრუნებს თუ არა ფრანგული კლუბი. ის ჩემპიონატის 28 მატჩში გატანილი 9 გოლით თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მე კი დიდი ეჭვი მაქვს რომ ჩაკვეს ჰამბურგი დაიტოვებს?!
რაღაც უცხო ჩალიჩი მიდის
თენგო
19:23 01-05-2022
0
დიდი ეჭვი მაქვს რომ ჩაკვეტაძეს დაიმატებენ (ინათხოვრებენ გენტიდან) მითუმეტეს უკვე გავიგე ჩაკვეს ახლობლებისგან რაღაცა ლაპარაკი მიდის უკვეო !
zura222
02:06 01-05-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული