"მანჩესტერის", "ევერტონისა" და "ფიორენტინას" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" მომავალ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
"რა თქმა უნდა, ეს სუპერია! ასეთი შანსი ფეხბურთელს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სცადოს. ეს სერია A-ა, ასეთი გუნდია და მარადონას სტადიონზე თამაში ფანტასტიკაა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარმოაჩენს თავს იტალიაში.
შეძლებს თუ არა "ნაპოლიში" თამაშს? ჩვენ ყველამ რომ ყველაფერი ვიცოდეთ, მაშინ არაფრის ლაპარაკი არ იქნებოდა საჭირო. აქ რაიმეს პროგნოზირება რთულია. ყველა ფეხბურთელს შანსი ყოველთვის აქვს. უნდა ვნახოთ, როგორ ფორმაში იქნება, როგორ გამოიყენებენ, მოისურვებენ
თუ არა მისცენ ამა თუ იმ პოზიციაზე თამაშის საშუალება და როგორ გაივლის წინასასეზონო მომზადებას.
ყველაფერი მთლიანობაში უნდა გამოიკვეთოს. ჩემი აზრით, სავსებით შეუძლია", - ციტირებს კანჩელსკისს Sport24.