მამარდაშვილის "ვალენსიას" ახალი მწვრთნელი ეყოლება?

AutoSharing Option
როგორც ესპანური გავლენიანი Marca წერს, შესაძლოა, სეზონის ბოლოს "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი თანამდებობიდან გაათავისუფლონ. გიორგი მამარდაშვილის კლუბის მომავალ დამრიგებლად "გრანადას" ექსთავკაცს, 41 წლის დიეგო მარტინესს ასახელებენ.

ბორდალასის მიმართ უკმაყოფილება გასაგებია, "ღამურებს" "ლა ლიგაში" ცუდი სეზონი აქვს, თუმცა ესპანეთის თასის ფინალში გააღწიეს. სამწუხარო ის იქნება, რომ მწვრთნელს გიორგი მამარდაშვილის მიმართ ნდობა გააჩნია და ქართველს ახალ თავკაცთან ურთიერთობა მოუწევს.

სხვათა შორის, მარტინესი იმ "გრანადას" წვრთნიდა, ევროპა ლიგიდან მამარდაშვილი და მისი თბილისის "ლოკომოტივი" რომ გამოთიშა.

altლორია თუ მამარდაშვილი? - თემა, რომელზეც ბევრს

ისაუბრებენ

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბორდალასი საშინლად ათამაშებს გუნდს, დაცვითი მწვრთნელია და უიდეო ფეხბურთს ათამაშებს ვალენსიას, ასეთი დაცვის მიმდევარი მწვრთნელები უნდა აიკრძალონ ფეხბურთში, რა უბედურება მუდმივად კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და არანაირი შეტევის ორგანიზება.
qomagi
18:52 13-05-2022
0
ბორდალასის ბრალია თუ ვის არ ვიცი მაგრამ დაცვა საშინელია და გუნდიც დროს გაყვანაზე თამაშობს სულ და ესპანეთის დონეზე ცუდ ფეხბურთს, აქა იქ კარგი შეტევებით. გიო რომ არ მდგარიყო ბევრ თამაშს წააგებდნენ კიდევ.
smartly
20:34 12-05-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული