"ქართველმა გიგანტმა სილესენი უშანსოდ დატოვა და სამშობლოში დაბრუნდება" - voetbalprimeur

AutoSharing Option
ნიდერლანდური voetbalprimeur-ი El Desmarque-ს გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, რომ მეკარე იასპერ სილესენი "ვალენსიას" დატოვებს.

სილესენი ნებისმიერ შემთხვევაში ერედივიზიაში გადადის, მას ორი ვარიანტი აქვს

"ნიდერლანდების ნაკრების კარის დარაჯი იასპერ სილესენი ერედივიზიაში ბრუნდება. El Desmarque იტყობინება, რომ მომავალ სეზონში პსვ-ში ან "აიაქსში" ითამაშებს.

"ვალენსიაში" სილესენს უკვე შანსის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რამეთუ ქართველი გიგანტის გიორგი მამარდაშვილის დუბლიორი გახდა.

ამჟამად იასპერის გადაბირების უფრო მეტი შესაძლებლობა ეინდჰოვენურ კლუბს აქვს და მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ. მიუხედავად ამისა, გოლკიპერს კარგი მოგონებები აკავშირებს "აიაქსთან" და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია".

მკითხველის კომენტარები / 9 /
რას მიედ-მოედებით, აიაქსი ნაკლებია ვალენსიაზე ?
ქიტესა
15 მაისი 2022 12:24
0
მოკლედ ეს რა მაგარი წელია ჰოლანდიის ნაკრების წევრი საქართველოს ნაკრების ნომერ მეორე მეკარემ სკამზე დასვა :)) გიო უნდა იყოს საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე ისე ყველა ნაკრებსაც დაამშვენებდა
გიორგი
14 მაისი 2022 22:52
0
ყველაფერი გასაკვირი ჩვენთან ხდება
irakli
16 მაისი 2022 09:21
0
აბა დღეს რატოა სილესენი ძირითადში?
ზურა
14 მაისი 2022 20:46
15
ბოლო თამაშები მისცეს რომ გაყიდონ როგორც ძირითადი მეკარე, ფასი აუწიონ
გიორგი
15 მაისი 2022 23:07
0
გეეცით პასუხი.....
ელვერდი
14 მაისი 2022 23:58
2
ყველა გამოხმაურება
აიაქსში ონანას დუბლიორი იქნება.პსვს ვარიანტია ჯობია მისთვის თუ მსოფლიოზე თამაში სურს.
მეზღვაური
14 მაისი 2022 18:28
0
ონანა ზაფხულში ინტერს შეუერთდება.
გულშემატკივარი
15 მაისი 2022 10:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული