"მართლაც ძლიერია" - მარადონას შვილმა "ნაპოლიში" ხვიჩას ტრანსფერზე ისაუბრა

AutoSharing Option
ლეგენდარული დიეგო მარადონას შვილმა დიეგო უმცროსმა "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა:

"გუშინ საღამოს მისი რამდენიმე ვიდეო ვნახე და ის უდავოდ ძლიერი მოთამაშეა, რომელსაც ძალიან სახიფათო დარტყმები აქვს. ვფიქრობ, "ნაპოლიში" სათამაშოდ ხასიათის გამოვლენაა საჭირო.

რადგან "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯუნტილომ არჩევანი მასზე შეაჩერა და გუნდში სწორედ ის აიყვანა, ე.ი. კვარაცხელია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია", - თქვა მარადონამ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია "ნაპოლიში" ზაფხულში გადაბარგდება და ხელს 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნ ასოს გვიჩვენებდა ხვიჩა
გოგა
21 მაისი 2022 21:21
0
დააცადე მამაშენსაც აჯობებს PP
zura222
21 მაისი 2022 11:14
3
ინსტაგრამზეც გამოიწერეს უკვე ერთმანეთი ხვიჩამ და პატარა დიეგომ :))
Thomas
21 მაისი 2022 11:11
0
მართლა ეგრე რომ მოხდეს, გული შურისგან დაგეწვება?!
გიორგი
23 მაისი 2022 02:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული