"ჰამბურგს" ბუნდესლიგაში დაბრუნება ოცნებად დარჩა - ჩაკვეტაძე HSV-ს დატოვებს

AutoSharing Option
ბუნდესლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში "ჰამბურგი" სახლში 0:2 დამარცხდა "ჰერტასთან" და მომავალ სეზონშიც მეორე ბუნდესლიგაში მოუწევს თამაში.

პირველი მატჩი HSV-ს ბერლინში 1:0 ჰქონდა მოგებული, ჰამბურგში კი დებიუტში დედრიკ ბოიატამ სტუმრები დააწინაურა, 63-ე წუთზე მარვინ პლატენჰარდტმა დალაშქრა დანიელ ჰოიერის კარი და ანგარიში 0:2 გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები აგებდნენ, კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებოდნენ და შეტევის გაძლიერება სჭირდებოდათ, მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლაზე ისევ არ შეუშვა.

მოკლედ, დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს და ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. "ჰამბურგი" მეორე ბუნდესლიგაში დარჩა, ხოლო ჩაკვეტაძეს იჯარის ვადა ამოეწურა, მის
კონტრაქტს არ გამოისყიდიან და ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“. 54 000 მაყურებელი

ჰამბურგი - ჰერტა 0:2
გოლები: 0:1 ბოიატა (4), 0:2 პლატენჰარდტი (63)
გაძევება: ტუსარტი (90+6, ჰერტა)

მკითხველის კომენტარები / 5 /
დროა საქართველომ უფიქროს ორი ევროპული გუნდის შექმნა რათა ყავდეს ისეთი ფეხბურთელები რომლებიც ნაკრებს გამოადგებიან თორემ მალე გადასენდება ქართული ფეხბყრთი
ამირან
24 მაისი 2022 17:53
1
გადაშენებით არ ვიცი და მეც მაგას ვამბობ, სერიოზული ინვესტორები რო იყვნენ და მაიმუნობებს გაეშვან და ეს ნიჭიერი ბიჭები ლიგაზე ყარაბახის და რუბინის სახელით კიარა, ქართული გუნდის სახელით თამაშს ეცადონ, ეს უთამაშებლობები არ ივარგებს...
რა მაფიაა?
25 მაისი 2022 00:38
0
ხომ არ ჯობს ბათუმში ერთი სეზონი გაატაროს, ფორმა აკრიფოს და ისევ ევროპული გუნდების ყურადღების ცენტრში მოექცეს?!
მერაბი
24 მაისი 2022 09:52
0
ეჰ ჰამბურგის თამაშებიდან გამომდინარე ნამდვილად არ შეესაბამება ბუდესლიგას აი მომდევნო სეზონისთვის კიტელს ვერ შეინარჩუნებენ...
ჩაკვეს კიდე წარმატებებიი!!
შავი კაცი
24 მაისი 2022 08:41
1
არ იმსახურებდა წელს ჰამბურგი გადმოსვლას,მიუხედავად იმისა,რომ ბოლო ორი თვეა ვიძახდი იდეალური შანსი აქვსთქო ჰამბურგს,ყველაზე კარგი კალენდარი ჰქონდა ბოლო 7 ტურში და ყველაფერი გააკეთეს რომ 1-2 ადგილზე არ მოხვედრილიყვნენ.თამაშის ხარისხიც ძალიან ცუდი,განსაკუთრებით გუშინდელ შეხვედრაში,ძალიან დაჩაქრა ჰერტამ და იმსახურებდა ჰერტა დარჩენას. მიკვირს ჰამბურგის ხელმძღვანელობის,რაც ჩაკვე გადავიდა ყველა თამაშს ვუყურე,ძალიან არეულ ფეხბურთს თამაშობდა ჰამბურგი და მწვრთნელს არც შეხებიან,შალკეს კატასტროფული კალენდარი ჰქონდა ბოლო 6 ტურში,მწვრთნელი შეცვალეს და ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს ბოლო ტურები და დამსახურებულად გადმოვიდნენ.რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ბევრს არ დავწერ,უბრალოდ გული მწყდება რა მდგომარეობაშიც იმყოფება,რამდენიც არ უნდა ვაბრალოთ ტრავმებს,პირველ რიგში ფეხბურთელზეა ყველაფერი დამოკიდებული
საქართველო
24 მაისი 2022 06:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული