"ჰამბურგმა" ბერლინში ჩაკვეტაძის გარეშე გაიმარჯვა და ბუნდესლიგას მიუახლოვდა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის პლე-ოფის პირველ მატჩში "ჰამბურგმა" გასვლაზე "ჰერტა" 1:0 დაამარცხა.

ბერლინის პირთამდე სავსე ოლიმპიურ სტადიონზე სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ, გოლი კი მეორე ტაიმში ნახევარმცველმა ლიუდოვიტ რეისმა გაიტანა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 23 მაისს "ფოლკსპარკშტადიონზე" გაიმართება და HSV-ს ბუნდესლიგაში დაბრუნების კარგი შანსი აქვს.

ბერლინი. "ოლიმპიაშტადიონი". 76 000 მაყურებელი

ჰერტა - ჰამბურგი 0:1
გოლი: რეისი (57)

მკითხველის კომენტარები / 8 /
არ იმსახურებს იმიტომ ზის სკამზე...
სუსა
11:50 21-05-2022
0
გენტმა რომ ფასი აწია, იმის შემდეგ აღარ უთამაშია ჩაკვეს წესიერად.
ეს მაეჭვებს
თენგო
11:58 20-05-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული