"ნაპოლი" ხვიჩას ივლისში წარადგენს - სავარაუდოდ, "კვარა" ბათუმის "დინამოს" ლიგის საკვალიფიკაციოზე ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ნეაპოლური გუნდი ქართველ ფეხბურთელს 8-დან 19 ივლისამდე პერიოდში წარადგენს.

იტალიური გრანდი წინასასეზონო შეკრების გავლას სწორედ ამ დროს დაიწყებს და დე ლაურენტისის სურვილია, რომ ხვიჩა თავიდანვე გუნდთან ერთად იყოს. აღნიშნულ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს.

ეს სიახლე საეჭვოს ხდის კვარაცხელიას თამაშს ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

შეგახსენებთ, ხვიჩამ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ 10 მატჩი გამართა და თავი 6 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ეს აქამდე რატომ არ გვითხრეს? ბერიძემ ხომ თქვა 99% ით დაეხმარებაო?
!!
25 მაისი 2022 12:40
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული