ნეაპოლური გუნდი ქართველ ფეხბურთელს 8-დან 19 ივლისამდე პერიოდში წარადგენს.
იტალიური გრანდი წინასასეზონო შეკრების გავლას სწორედ ამ დროს დაიწყებს და დე ლაურენტისის სურვილია, რომ ხვიჩა თავიდანვე გუნდთან ერთად იყოს. აღნიშნულ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს.
ეს სიახლე საეჭვოს ხდის კვარაცხელიას თამაშს ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე.
შეგახსენებთ, ხვიჩამ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ 10 მატჩი გამართა და თავი 6 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.
მორიგი უმაგრესი თამაში კვარა!
საკუთარ ბოღმაში არ დაიხრჩოთ, როგორ ვერ იტანთ თუ ვინმე გამორჩეული და ნიჭიერი იქნება, ეგრევე როგორ ოცნებობთ რაიმე ზიანი მიაყენოთ თქვენი ბოროტი რეაქციებით.
კლავიატურას ამოფარებული დარჩებით მთელი ცხოვრება!
წარმატებები
დაასვენონ დღეს სამგურალთან არაფერი უჭირს.
მაგის გარეშე ითამაშონ ჯობია