ვაკომ "სუვონთან" მატჩში ანგარიში 55-ე წუთზე გაათანაბრა, ულსანელებმა კი გამარჯვების გოლი 5 წუთში გაიტანეს. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 2:1.
ქართველი ფეხბურთელისთვის "სუვონთან" გატანილი გოლი კორეის K ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-3 გახლდათ. ყაზაიშვილს 2 საგოლე პასიც აქვს გაკეთებული. "ულსან ჰიუნდაი" კი ჩემპიონატს 36 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე მყოფ "ჯეჯუ იუნაიტედს" 10 ქულით უსწრებს.
ყაზაიშვილის ძალიან ლამაზი ტრიველა გადამწყვეტი აღმოჩნდა [VIDEO]