მამარდაშვილი პრემიერლიგაში? - "ვალენსიას" 70 მილიონი სჭირდება, "ტოტენჰემს" - ლორისის შემცვლელი

AutoSharing Option
"ვალენსია" მზადაა, ტრანსფერზე ნებისმიერი მოთამაშე დააყენოს -  კლუბს ბიუჯეტის დასაბალანსებლად 70 მილიონი სჭირდება. გასხვისების მთავარი კანდიდატები კარლოს სოლერი და გონსალო გედეში არიან, თუმცა გამოჩნდა ვარიანტი, რომელმაც შესაძლოა, კლუბს კარგი თანხა მოუტანოს.

"ღამურებმა" მამარდაშვილის სახით უმაღლესი დონის მეკარე ხელში მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად ჩაიგდო. სხვა მოცემულობაში, გიორგი გუნდში მრავალი სეზონის განმავლობაში იქნებოდა, თუმცა ახლა კლუბს სხვა პრიორიტეტები აქვს. ქართველი მეკარე ინგლისის პრემიერლიგაში მოსწონთ, სადაც მისით დაინტერესებულ "მანჩესტერ იუნაიტედს" კიდევ ერთი დიდი გუნდი, "ტოტენჰემიც" შეემატა.

ლონდონურ კლუბში უკვე ფიქრობენ მომავალში 36 წლის
უგო ლორისის შემცვლელზე, რომელსაც კონტრაქტი 2024 წელს უსრულდება.

ამ დროისთვის "ტოტენჰემს" "ვალენსიასთვის" ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
კი პრემიერლიგიდან და მარსიდანაც
შონო
01 ივნისი 2022 14:37
1
ჯერ არ მიუმართავთო, მარა მეკარეს ეძებენო, მეკარე კი, ამათ მარტო მამარდა იციან, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ნაღდად გაყიდიან, ევროპელს მაყუთი დაანახე და საკუთარ ძმას გაყიდის, არათუ იაფად ნაყიდ თხას..
რას ერჩით ჟურნალისტს, ცამდე მართალი ყოფილა. შეგიძლიათ დაწეროთ; მამარდა 70 მილიონად უკვე ტოტენჰემში გადავიდა..
კ ო მ ბ ლ ე
01 ივნისი 2022 10:46
1
რა ბედი გვაქვს ასეთი!ძლივს ტოპ 5 ჩემპიონატის, ტრადიციული კლუბის ძირითადის ფეხბურთელი გახდა ჩვენი ფეხბურთელი და კლუბი კრიზისში ჩავარდა და წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვაზეა ორიენტირებული...დიდი იმედი მაქვს ეს გიოს კარიერაზე არ იმოქმედებს და არ აურევს საქმეებს.მთავარია აგენტთან ერთად აწონ-დაწონონ კარგად ყველაფერი თუ რამე შემოთავაზება იქნება.ასჯერ გაზომე,ერთხელ გაჭერიო!
Მეზღვაური
01 ივნისი 2022 01:25
0
დაღუპავენ ამ ბიჭს.მანიუც და ტოტენჰემიც ჯობია ვალენსიას,მაგრამ ესპანეთში იყოს მინიმუმ ერთი სეზონი ჯობია.ბოლომდე აჩვენოს რა შეუძლია და მერე პირველ მეკარედ წავიდეს გინდა მანჩესტერში,გინდა ტოტენჰემში და გინდა რეალმა და ბარსამ დაამტვრიონ ერთმანეთი მამარდასთვის.ვისაც ეგ ეწყინოს ჩემდა თავად იმას რა ვუთხარი,მაგრამ ჯერ სცადონ რა...
ჯელა
31 მაისი 2022 19:02
4
დაიწყებენ ეხლა ბარსელონას უნდა, სიტი ყიდულიბს, კურტუას ტრავმა აქვს. ნუ გააგიჟებთ მართლა ჩაკვეტაძესავით
Thanks
01 ივნისი 2022 09:54
0
გამოსვლებზე თამაში კიდევ უნდა დახვეწოს, მერე ვილაპარაკოთ. ნაადრევია პრემიერ ლიგა. ისე ბარსაში უკეთესი იქნებოდა
მერაბი
31 მაისი 2022 18:47
4
დაიწყო ეხლა ამ ბიჭის მიმართ იგივე, რაც ხვიჩას მიმართ იყო 2-3 წელი.
tngh
31 მაისი 2022 18:45
5
ერთი ცოტა აზრზე მოდი რა მაინც რას გულისხმობ. ჩაკვდა ნაბ### რი რუსების ტლიკინი რომ ხვიჩას მიმართ ინტერესები "ზღაპრები" იყო
X
01 ივნისი 2022 04:54
1
70 მილიონ ევროს რომ ახალგაზრდა მეკარის გამოსყიდვაში გადაიხდი,ის მეორე მეკარედ არგანიხილება გუნდში.თუ ამხელათანხას გადაიხდიან ესეიგი ძირითადისთვის სჭირდებათ...
romandro
31 მაისი 2022 18:31
3
70 მილიონი არა მამარდაშვილის,არამედ კლუბს სჭირდება ვალების დასაფარად და აპირებს ყველას გაყიდვას ვინც გაიყიდება.
ძალიანაც რომ გვინდოდეს მამარდას დარჩენა ვალენსიაში, კლუბს ისეთი ფინანსური მდგომარეობა აქვს რომ მომავალ სეზონში შეიძლება ლიგა. დატოვოს და თუ ვალს არ დაფარავს,ბანკროტად გამოცხადდეს.ამიტომ სჯობია რომ წავიდეს კლუბიდან.ინგლისი ყველას სჯობია,იქ ფეხბურთელებს სერიოზულად ეპყრობიან.ფინანსურადაც ფეხზე დადგება საშვილიშვილოდ.ასე სჯობია
ჟორა
01 ივნისი 2022 01:07
2
ჯერჯერობით ვალენსიითაც კმაყოფილი ვარ 2-3 წელი სტაბილურად რომ ითამაშოს და გაიზარდოს რომელიმე გრანდის ძირითადისთვის (ისეთი ტემპით მიდის არ გაუჭირდება). წარმატებები მამარდ დიდი მომავალი გაქვს
რაბუ
31 მაისი 2022 18:17
1
აცადეთ ამ ბიჭს თამაში, დაიწყება ახლა იმას უნდა ამას უნდა სხვა ბევრი ქართველი ბიჭებისავით და ბოლოს აღმოჩნდება რომ სადღაც ჭ კლასის გუნდში ამთავრებენ ხოლმე კარიერას და წვალობენ, ჯერ ადრეა ამისთვის ასეთი გუნდები, მწვერვალზე ასვლა ძნელია მთავარია იქ დაიმკვიდროს ადგილი,ჯერ კიდე აქვს დასამტკიცებლად და არცერთ გუნდში არ ვურჩევ წასვლას სადაც სათუო გაუხდება სათამაშო პრაქტიკა,
ალიკა
31 მაისი 2022 17:13
4
რომც იყოს შეთავეზება არ უნდა გადავიდეს მეორე მეკარეები კარიერას ვერ იწყობენ თუდაც ტოპ კლუბის მეორე მეკარეები. იყოს სადაც არის 3-4 წელიწადში მგონი პირველ მეკარედაც წაიყვანენ
აკაკი
31 მაისი 2022 16:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული