მანჩესტერული Unitedinfocus-ი საინტერესო სტატიას გვთავაზობს, სადაც საუბარია იმ ფეხბურთელებზე, რომელთაც როგორც "ვალენსიაში", ასევე "იუნაიტედში" უთამაშიათ. გამოცემა მსჯელობს, თუ რამდენად წარმატებულნი იყვნენ ისინი ამ კლუბებში.
სიაში სულ 3 ფეხბურთელია, თუმცა მათგან 2 ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია - პორტუგალიელი ნანი და ესპანელი ხუან მატა, კიდევ ერთი მოთამაშე კი ანდრეას პერეირაა.
35 წლის ნანი გასულ სეზონში სერია
ნანი მამარდაშვილის ახლანდელ კლუბში 2016-17 წლების სეზონში გამოდიოდა, სადაც 25 შეხვედრაში თავი 5 გოლითა და 8 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ესპანეთის ნაკრებთან ერთად ტიტულოვან ხუან მატას "ღამურებში" მხოლოდ ერთი დიდი გამარჯვება აქვს - "კოპა დელ რეი" მოიგო, თუმცა ამ გუნდში შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა - 4 სეზონის განმავლობაში 174 მატჩში 46 გოლი და 52 საგოლე პასი.
34 წლის ნახევარმცველი მანჩესტერში 2013 წლიდან დღემდე გამოდის, თუმცა უკანასკნელი 2 სეზონია ცოტას თამაშობს და სავარაუდოდ, კლუბს დატოვებს. 285 მატჩი, 51 გოლი, 47 საგოლე პასი - ასეთია მისი მანჩესტერული მონაგარი. მატა "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. სწორედ მან გაუკეთა საგოლე პასი დიდიე დროგბას, რითაც "არისტოკრატებმა" "ბაიერნს" მოუგო, თუმცა ჟოზე მოურინიოს ხელახალი დაბრუნების შემდეგ ესპანელი 37 მილიონ ევროდ მანჩესტერში აღმოჩნდა.
რაც შეეხება 26 წლის ანდრეას პერეირას - ის "ვალენსიაში" "მანჩესტერმა" 2017-18 წლების სეზონში იჯარით გაუშვა, თუმცა ამჟამად ბრაზილიური "ფლამენგოს" ფეხბურთელმა 12 მატჩი გამართა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, დავიდ დე ხეა "მანჩესტერში" რჩება და მათი ახალი თავკაცი ტენ ჰაგი სათადარიგო მეკარის ძიებაშია. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იასპერ სილესენი "ვალენსიას" დატოვებს და გიორგი მამარდაშვილი გუნდის ძირითადი მეკარე, თანაც გაუმჯობესებული ხელშეკრულებით გახდება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევრო იქნება.
მამარდაშვილი ტენ ჰაგის სიაშია - "იუნაიტედის" ახალ მწვრთნელს ქართველი მეკარის დამატება პირადად სურს