"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა

AutoSharing Option
სპორტულმა კომენტატორმა დიმიტრი გუბერნიმ РИА Новости-სთან საუბარში კვირის მთავარი საფეხბურთო მოვლენები მიმოიხილა. ის გია გრიგალავას "ხიმკისა" და სკა-ს მატჩში მომხდარ ინციდენტსაც შეეხო, სადაც ქართველი ფეხბურთელიც ფიგურირებს.

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში "ხიმკის" მეკარე ილია ლანტრატოვმა ბურთის მიმწოდებელ ბიჭს ხელი უბიძგა, რადგან მას დრო გაჰყავდა, ეს კი ერთ-ერთმა ადამიანმა კამერით გადაიღო. ამის დანახვაზე კი გრიგალავამ ვიდეოს გადამღებ ადამიანს უყვირა და უცენზურო სიტყვებით მიმართა.

საბოლოოდ, ლანტრატოვი 50 000 რუბლით დააჯარიმეს, ჩვენებურის "ხიმკიმ" კი რუსეთის პრემიერლიგაში დასარჩენ 2-მატჩიან დაპირისპირებაში სკა 3:1 დაამარცხა და მომავალ წელს
კვლავ უძლიერესთა შორის იქნება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
რატომ წერთ ამ რუს გრიგალოვზე? ღრუსებზე ამოსდის მზე და მთვარე..
ანდრო
14:18 01-06-2022
39
ჩვენებურისო? ტიპმა რუსეთი ომის მერეც არ დატოვა, ის კი არა, დაიცვა კიდეც რუსეთის მოქმედებები და კიდევ ჩვენებურია? ცულის ტარივით თუ არის ჩვენებური, არ ვიცი და მენტალურად ეგ უკვე რუსია!
1023
13:36 01-06-2022
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული