დავა მოგებულია - "ვალენსია" მამარდაშვილის გამო "რუსთავს" ფულს გადაუხდის

AutoSharing Option
SILA International Lawyers-ი იუწყება, რომ FIFA-ს დავების განმხილველმა პალატამ "ვალენსიას" "რუსთავისთვის" ფულადი კომპენსაციის გადახდა დაესკირა.

როგორც იცით, მამარდაშვილი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, ამ კლუბში კი თამაშის საშუალება არ ეძლეოდა, რის გამოც 2019 წელს "რუსთავში" გაანათხოვრეს, სადაც სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.

სწორედ ამის გამო "რუსთავმა" ესპანელებს ფეხბურთელის აღზრდისთვის, განვითარებისთვისა და ვარჯიშისთვის კომპენსაცია მოითხოვა. როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, FIFA-ს დავების განმხილველმა პალატამ დააკმაყოფილა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხის კომპენსაციაზეა საუბარი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ივლისში "ვალენსიამ" თბილისის "დინამოდან" მამარდაშვილი ინათხოვრა, ამავე წლის 31 დეკემბერს
კი ფეხბურთელი 800 000 ევროდ გამოისყიდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
უსამართლოდ,რომ ითხოვდნენ უეფა არ დააკმაყოფილებდა. ეს დიდი ხანია ასეა,როდესაც ფეხბურთელი იყიდება აღმზრდელ გუნდს უხდის მიზერს. აქ 75 000 ევროზეა საუბარი. კაპიკებში იყიდეს და უკვე 10 მილიონი ღირს .... რუსთავის კლუბსაც ორი კაპიკი გამოუჩნდება გასადავებლად და ასატკაცუნებლადაც...
ზურა
08 ივნისი 2022 20:52
0
ჯერ ერთი ეს ჩემს მიერ ნახევრად ხუმრობით იყო ნათქვამი. მეორეც, ნიჭიერი ახალგაზრდები ბევრი გვყავს (გვარები თავად მოგეხსენებათ), მაგრამ ევროპულ გუნდში ფეხის მოკიდება კი არა, ერთ-ორ წელიწადში შარშანდელი თოვლივით სადღაც გაქრნენ. ანუ საქმე არის მენტალიტეტში და ფიზიკურ მომზადებაში. და ამ საქმეში უცხოური "სკოლის" როლი, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია. მესამეც, დარწმუნებული ვარ "რუსთავამდე" მამარდაშვილი საფეხბურთო სკოლებშიც ითამაშებდა, და ეხლა მისმა აღმზრდელებმაც და ფიზკულტურის მასწავლებლებმაც რომ მოითხოვონ კომპენსაცია "ვალენსიისაგან" (თუ ამას რაიმე დათქმა ან კონტრაქტი არ ითვალისწინებს, ნორმალურია!?
გულშემატკივარი მთელი სერიოზულობით Winter-ს
08 ივნისი 2022 17:21
1
არა ფიზკულტურის მასწავლებელი ან ძიძა ვერ მოითხოვს კონპენაციას მაგრამ გუნდი, რომელსაც ფეხბურთელის გაზრდაზე ამაგი აქვს - კი.
ცივილურ ქვეყნებში ასე ხდება და არ ვთვლი ქართველი ფეხბურთელების ტალანტებს ეგრე დამცირებულ-დაკნინებულად, რომ ოღომ ევროპა ვანახოთ და იქეთ გადაგიხდით ფულსთქო...
გასაგებია თქვენი მოსაზრება.
წარმატებები!
Winter
08 ივნისი 2022 20:47
0
მერე ვიტყვით რატომ არ მიყავთ ქართველი ფეხბურთელებიო? იმიტომ რომ ფულს ძალავენ. მერე რა რომ იქ თამაშობდა 3 წლის წინ. რა უფლება აქვს ფული მოითხოვოს. სხვა არავის აღარ წაიყვანს ვალენსია დარწმუნებული ვარ. იმის შიშით რომ ვიღაცის მამიდა ფულს მოითხოვს იმ ფეხბურთელში ყიდვის შემდეგ.
roma bejanidze
08 ივნისი 2022 15:07
25
ლოგიკურად ეს თანხა ვალენსიამ დინამოს უნდა მოსთხოვოს უკან ტრანსფერის თანხიდან.
დათა თუთაშხია
08 ივნისი 2022 12:27
3
ჩემი აზრით ფულს იქით უნდა ვუხდიდეთ ჰაი კლასის გუნდებს იმისათვის, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები წაიყვანონ და ხელი შეუწყონ სათამაშო კლასის ამაღლებაში
გულშემატკივარი მთელი სერიოზულობით
08 ივნისი 2022 11:42
48
იქეთ რატომ უნდა ვუხდიდეთ ფულს, თუ ჩვენთან ნიჭიერი ფეხბურთელი დაიბადება, შრომით თავს იკლავს და ძლიერია, იქეთ ვის უნდა გადავუხადოთ ფული?
სად ხდება ეგ?
Winter
08 ივნისი 2022 16:36
1
მშვენიერია, რაც შეიძლება მეტი ფული უნდა მოვქაჩოთ საქართველოში :) ოღონდ იმედია მანქანებს (ალბათ ჯიპებს) არ იყიდიან და კლუბის განვითარებას მოხმარდება ეგ თანხა!
ფეოლა
08 ივნისი 2022 11:05
3
ვშიშობ ეს მამარდაშვილის კარიერაზე ნეგატიურად არ აისახოს.
გიზოგ
08 ივნისი 2022 11:49
20
სამწუხაროდ მეტი არაა ჩემი მტერი ვისაც გულისხმობთ უს ხალხი არსად წასულა
ნოდო
08 ივნისი 2022 11:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული