დავა მოგებულია - "ვალენსია" მამარდაშვილის გამო "რუსთავს" ფულს გადაუხდის

AutoSharing Option
SILA International Lawyers-ი იუწყება, რომ FIFA-ს დავების განმხილველმა პალატამ "ვალენსიას" "რუსთავისთვის" ფულადი კომპენსაციის გადახდა დაესკირა.

როგორც იცით, მამარდაშვილი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, ამ კლუბში კი თამაშის საშუალება არ ეძლეოდა, რის გამოც 2019 წელს "რუსთავში" გაანათხოვრეს, სადაც სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.

სწორედ ამის გამო "რუსთავმა" ესპანელებს ფეხბურთელის აღზრდისთვის, განვითარებისთვისა და ვარჯიშისთვის კომპენსაცია მოითხოვა. როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, FIFA-ს დავების განმხილველმა პალატამ დააკმაყოფილა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხის კომპენსაციაზეა საუბარი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ივლისში "ვალენსიამ" თბილისის "დინამოდან" მამარდაშვილი ინათხოვრა, ამავე წლის 31 დეკემბერს
კი ფეხბურთელი 800 000 ევროდ გამოისყიდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
უსამართლოდ,რომ ითხოვდნენ უეფა არ დააკმაყოფილებდა. ეს დიდი ხანია ასეა,როდესაც ფეხბურთელი იყიდება აღმზრდელ გუნდს უხდის მიზერს. აქ 75 000 ევროზეა საუბარი. კაპიკებში იყიდეს და უკვე 10 მილიონი ღირს .... რუსთავის კლუბსაც ორი კაპიკი გამოუჩნდება გასადავებლად და ასატკაცუნებლადაც...
ზურა
20:52 08-06-2022
0
ჯერ ერთი ეს ჩემს მიერ ნახევრად ხუმრობით იყო ნათქვამი. მეორეც, ნიჭიერი ახალგაზრდები ბევრი გვყავს (გვარები თავად მოგეხსენებათ), მაგრამ ევროპულ გუნდში ფეხის მოკიდება კი არა, ერთ-ორ წელიწადში შარშანდელი თოვლივით სადღაც გაქრნენ. ანუ საქმე არის მენტალიტეტში და ფიზიკურ მომზადებაში. და ამ საქმეში უცხოური "სკოლის" როლი, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია. მესამეც, დარწმუნებული ვარ "რუსთავამდე" მამარდაშვილი საფეხბურთო სკოლებშიც ითამაშებდა, და ეხლა მისმა აღმზრდელებმაც და ფიზკულტურის მასწავლებლებმაც რომ მოითხოვონ კომპენსაცია "ვალენსიისაგან" (თუ ამას რაიმე დათქმა ან კონტრაქტი არ ითვალისწინებს, ნორმალურია!?
გულშემატკივარი მთელი სერიოზულობით Winter-ს
17:21 08-06-2022
1

სიახლეები პოპულარული