"ხვიჩას ფეხბურთის თამაშის ყურება ისეთივე სასიამოვნოა, როგორც უდაბნოში ცოტაოდენი წყლის დალევა..." - იტალიური მედია

AutoSharing Option
გუშინ, 12 ივნისს, ერთა ლიგის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

4 ტურის შემდეგ ჩვენს ნაკრებს 10 ქულა აქვს და ჯგუფში 1-ელ ადგილს იკავებს. მსგავსი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის თაობაზეც იტალიური პრესა უამრავ სიახლეს წერს:

"როდესაც "ნაპოლიმ" კვარაცხელია გაიფორმა, თითქმის ყველა გულშემატკივარი დაბნეული იყო, რადგან ამ ფეხბურთელს ბევრი არ იცნობდა, თანაც საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადეს; მაგრამ ახლა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. იტალიელ გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ "ქართველი მესის" (ასე ეძახიან) ეროვნულ ნაკრებში თამაშის ყურების. ის
იქნება შემტევი, რომელიც ლორენცო ინსინიეს ღირსეულად ჩაანაცვლებს.

ნახეთ, როგორ გადაუგდო გიბრალტარის მეკარეს ბურთი თავზე? და მაკედონიელ მეკარეს ბურთი საიდან გაუტანა? როგორც Corriere del Mezzogiorno წერს, ხვიჩას ფეხბურთის თამაშის ყურება ისეთივე სასიამოვნოა, როგორც უდაბნოში ცოტაოდენი წყლის დალევა... ზაფხულში ინსინიე წავა. სავარაუდოდ, მერტენსიც მის გზას გაუყვება. ამიტომ საჭირო იყო ახალი ფეხბურთელი, რომელიც დიდი იმედით მოვიდოდა და გუნდის წარმატებისთვის თავს არ დაზოგავდა. და ნეაპოლელებმა ასეთი შემტევი მოიყვანეს. ერთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგით "კვარა" "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს." - areanapoli.

"ნაპოლის" ხელმძღვანელობამ ინსინიეს შემცვლელად ხვიჩა მოიყვანა. 2001 წელს დაბადებული ქართველი ფეხბურთელი უდიდეს ტალანტად ითვლება. ყაზანის "რუბინიდან" ბათუმის "დინამოში" გადასულმა კვარაცხელიამ საოცარი ფორმა აკრიფა და ერთა ლიგაზე მოწინააღმდეგეები ერთი მეორის მიყოლებით გაანადგურა.

სპალეტისა და იტალიელ გულშემატკივრებს "კვარა" უკვე უყვართ. შევხვდებით ივლისში ამჯერად და დიდი ხნით ნეაპოლში" - spazionapoli.

მკითხველის კომენტარები / 14 /
სამოცი ათასი კაცი იყო სტადიონზე და ალბათ რამდენი იყო იქედან, ვინც მარტში ხვიჩას აგინებდა და მოღალატეს ეძახდა. მართლა ვერ ვხსნი როგორ უნდა დაუკრა ტაში იმას, ვისაც სამშობლოს მოღალატეს დაუძახებ. ასე თუ გიყვარდათ რანაირად იმეტებდით იმ ბულინგისთვის!
0
ხვიჩა შენ ხარ ქართველი გულშემატკივრის იმედი და სინათლის სხივი, ის სხივი რომელიც ამდენხნიანი სიბნელის და ბინდის მერე, გაანათებს ჩვენს საფეხბურთო ცხოვრებას, ნამდვილი პატრიოტი და სულით მებრძოლი. წარმატებიბი შენ, საკლუბო და სანაკრებო კარიერაში.❤❤❤
თომა
11:09 14-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული